https://sputnik-georgia.com/20220307/rogor-sevinarcunot-ekonomikuri-zrda-265035732.html
როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა – პრემიერი
როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა – პრემიერი
Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას რეგიონსა და ევროპაში უპრეცედენტო უწოდა. 07.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-07T16:37+0400
2022-03-07T16:37+0400
2022-03-07T21:48+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_0:105:1280:826_1920x0_80_0_0_567c1671650e59f937fb1a6283c87ba6.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რეგიონში დიდი გამოწვევების მიუხედავად, ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.მირი თქმით, ზრდა შეინიშნება ყველა მიმართულებით – ექსპორტი, ტურიზმი და ა.შ.„ამიტომ ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ტემპი არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ“, – განაცხადა პრემიერმა.მან ასევე ისაუბრა, თუ რა გზით აპირებს ხელისუფლება ამის მიღწევას.„აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რაც დავაანონსეთ. ესაა დასაქმების პროგრამა, ესაა ეკონომიკის, ასე ვთქვათ, ამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტების დაწყება და ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად მეტი კომუნიკაციაა საჭირო ბიზნესთან. ამ კვირაში პრემიერი შეუერთდება ერთ-ერთ შეხვედრას ბიზნესმენებთან, რომლებსაც აქტიურად აწარმოებენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.კორონავირუსის პანდემიის ზემოქმედების შედეგად 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,8%-ით დაეცა. აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი 2021 წლის აპრილიდან დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახა; ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.ეკონომიკის ზრდის რეალური მაჩვენებელი 2021 წელს იყო 10,6%. ამასთან, წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის დეკემბერი 2020 წლის დეკემბერთან მიმართებით) ქვეყანაში 13,9% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში.
https://sputnik-georgia.com/20220304/saqartveloshi-inplacia-izrdeba-statistika-264955814.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_346:125:1152:729_1920x0_80_0_0_640bd8b0055def3ac0ae0ed37b34b4fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველო
როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა – პრემიერი
16:37 07.03.2022 (განახლებულია: 21:48 07.03.2022) ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას რეგიონსა და ევროპაში უპრეცედენტო უწოდა.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რეგიონში დიდი გამოწვევების მიუხედავად, ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„იანვარი ძალიან აქტიურად, ძალიან ძლიერად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18%-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მირი თქმით, ზრდა შეინიშნება ყველა მიმართულებით – ექსპორტი, ტურიზმი და ა.შ.
„ამიტომ ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ტემპი არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე ისაუბრა, თუ რა გზით აპირებს ხელისუფლება ამის მიღწევას.
„აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რაც დავაანონსეთ. ესაა დასაქმების პროგრამა, ესაა ეკონომიკის, ასე ვთქვათ, ამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტების დაწყება და ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად მეტი კომუნიკაციაა საჭირო ბიზნესთან. ამ კვირაში პრემიერი შეუერთდება ერთ-ერთ შეხვედრას ბიზნესმენებთან, რომლებსაც აქტიურად აწარმოებენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
„რეგიონში გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
კორონავირუსის პანდემიის ზემოქმედების შედეგად 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,8%-ით დაეცა. აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი 2021 წლის აპრილიდან დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახა; ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
ეკონომიკის ზრდის რეალური მაჩვენებელი 2021 წელს იყო 10,6%. ამასთან, წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის დეკემბერი 2020 წლის დეკემბერთან მიმართებით) ქვეყანაში 13,9% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში.