რამდენი პატიმარია საქართველოში – ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Olga Kiknavelidzeრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
პატიმრების დაახლოებით 20 პროცენტი განაჩენს ელოდება.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, 9.203 პატიმარი იმყოფება, რაც მოსახლეობის 0,25%-ია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პატიმართა საერთო რაოდენობიდან 8.902 მამაკაცია, 301 – ქალი.
ყველა, 13 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება 7.340 მსჯავრდებული. ეს პატიმრების საერთო რაოდენობის 79,8%-ია. დანარჩენი 1.863 არის ბრალდებული, რომლებიც განაჩენს ელოდებიან, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა (25%) სასჯელს ქსნის ციხეში იხდის.
პატიმრების ძირითადი ნაწილი ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფა: 31–35 და 41–49 წლის.
განაჩენს 2021 წლის ბოლოს ელოდებოდა 15 არასრულწლოვანი. სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდა 33 მოზარდი.
ყველა ახალი ამბავი
0