ქართველთა წინაპარი ხალიბები და მეფე ართურის მაგიური ხმალი: დამთხვევა თუ...

© Pixabay / IIIBlackhartIIIხმალი
ხმალი  - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
თითქმის 500 წელი ინახავდნენ ხალიბები თავიანთ საიდუმლოს, მთებში ქმნიდნენ საგუშაგოებს და ხოცავდნენ მსტოვრებს, რომ სხვებს არ შეეტყოთ ფოლადის წრთობის საიდუმლო...
როდესაც ქართველი ხალხის დიდ მიღწევებზე გვიწევს საუბარი, ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, რომ უმაღლესი ხარისხის რკინა — ფოლადი პირველად ქართველებმა გამოჭედეს.
მართალია, თავად რკინის იარაღის პირველი ნიმუშები შუმერებთან და ეგვიპტეში აღმოჩნდა, მაგრამ ის დამზადებული იყო რკინისა და ნიკელის შენადნობისგან. შესაბამისად, იყო შედარებით სუსტი და მყიფე.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელებსაც და შუმერებსაც რკინა მცირე აზიიდან (დღევანდელი თურქეთი) შეჰქონდათ, ეს ტერიტორია კი უძველეს დროში ძირითადად ქართველური ტომებით იყო დასახლებული.
პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც მოხსენიებულია რკინა, არის ეგვიპტის ფარაონ ამენჰოტეპ III-ის და ეხნატონის არქივის თიხის ფილები. ისინი ძველი წელთაღრიცხვის 1450-1400 წლებით თარიღდება და ხაზგასმულია, რომ რკინა შეჰქონდათ იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ბერძნები უწოდებდნენ კოლხიდას.
კახეთი, სოფელი მელაანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამორჩეული საქართველო, ანუ რით შეგვიძლია ვიამაყოთ: რამდენიმე უნიკალური ფაქტი
გარდატეხა მოხდა ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის ბოლოს, როდესაც ქართველების წინაპრებმა — ხალიბებმა, ფოლადი გამოჭედეს. სხვათა შორის, რკინის პირველი მჭედლებიც ხალიბები იყვნენ.
ქსენოფონტე თავის „ანაბასისში“ საგანგებოდ ჩერდება ხალიბებზე და ვრცლად მოგვითხრობს მათ შესახებ. მისი ცნობით, ხალიბები „უმამაცესნი იყვნენ იმ ტომებს შორის, რომელთა მიწა-წყალი ელინებმა გაიარეს“.

„ხალიბები ხელჩართულ ბრძოლაში ებმებოდნენ ელინებთან... ხალიბები მაშინ მღეროდნენ და როკავდნენ, როდესაც მტერი უყურებდა... ისინი რჩებოდნენ პოლისებში და როდესაც ელინები ჩაუვლიდნენ, ყოველთვის ბრძოლით დაედევნებოდნენ მათ“, — წერდა იგი.

ხალიბებმა რკინის დამუშავება უმაღლეს დონეზე აიყვანეს და დიდი ბიძგი მისცეს მეტალურგიის შემდგომ განვითარებას. შემთხვევითი არ არის, რომ ფოლადს ბერძნულად „ხალიუფოსი“ ჰქვია, რაც, ბუნებრივია, მის ხალიბურ წარმომავლობას უკავშირდება.
ფოლადის იარაღი გახდა ძლევამოსილების სიმბოლო. ამიტომ თითქმის 500 წელი ინახავდნენ ხალიბები თავიანთ საიდუმლოს, მთებში ქმნიდნენ საგუშაგოებს და ხოცავდნენ მსტოვრებს, რომ სხვებს არ შეეტყოთ ფოლადის წრთობის მეთოდი.
უფრო მეტიც, მარტო ხალიბები კი არა, ხეთებიც, რომლებმაც ხალიბები დაიმორჩილეს, უფრთხილდებოდნენ რკინის ნივთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას. ეგვიპტის ფარაონ ტუტანჰამონსა და მის სიმამრს, ხეთების მეფე ხათუსილს შორის ჩვენამდე მოღწეულ მიმოწერაში ფარაონი სთხოვს მას, გაუგზავნოს დიდი რაოდენობით რკინა, რაზეც ხეთების მეფე პასუხობს სიძეს, რკინის მარაგი ისე ამოგვეწურა, მჭედლები სასოფლო-სამეურნეო საქმეებით არიან დაკავებულიო. და მხოლოდ ერთი „კარგი რკინის“ (ანუ ფოლადის) ხანჯალი გაუგზავნა მას.
ხალიბთა სამეფო - Sputnik საქართველო
აპოლონიოს როდოსელი ხალიბთა შესახებ

„ეს ხალხი ხარებს არ აბამს სახნისს, ხნულს არ მიჰყვება ახოში მხვნელი, ხალიბი ნახირს არ აბალახებს გაშლილ ველებზე ხელჯოხიანი.

ხალიბი ხალხი მხოლოდ მიწას თხრის, მადანს დაეძებს, გადასდის ხვითქი. ნახავს, გაადნობს, გაცვლის ხორბალში, რომ არ ამოსძვრეს შიმშილით სული; ჭვარტლით არიან გამურულები – ეს არის მთელი მათი ცხოვრება“.

როგორც ჩანს, ხეთები ცდილობდნენ, ხალიბებისგან მიღებული ცოდნა სამხედრო უპირატესობისთვის გამოეყენებინათ და არ მიეცათ სხვებისთვის მათთან გათანაბრების საშუალება.
მაგრამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, საიდუმლომ მაინც გაჟონა. შესაძლოა, რკინა იყო ბერძენთა მიერ მცირე აზიის დალაშქვრის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ტროას დამხობით დარულდა. ყოველ შემთხვევაში, რკინის ნაწარმი ფართოდ სწორედ ტროას ომის შემდეგ გავრცელდა, ანუ როცა სხვა ხალხებმაც შეიტყვეს ფოლადის წრთობის საიდუმლო.
არ შეიძლება აქვე არ ვახსენოთ მითიური და ლეგენდარული მეფე ართურის ხმალი სახელწოდებით ექსკალიბური (Excalibur), ანუ ექსხალიბური. სწორედ ამ ხმალმა მოაპოვებინა ართურს არაერთი გამარჯვება მტრებზე და სახელი გაუთქვა მას.
ლეგენდის მიხედვით, ექსკალიბური ჯადოქარმა მერლინმა შექმნა და ბრიტების მეფე უთერ პენდრაგონს უსახსოვრა, რომლის ვაჟიც გახლდათ ართური. ხმალს უნიკალური თვისებები გააჩნდა:
ჰქონდა მაგიური ძალა;
მფლობელს ანიჭებდა ზეადამიანურ ძალას, სიჩქარესა და გამძლეობას;
ხმლის წარმოქმნილი ქარიშხლები მოწინააღმდეგე მეომრებს ფანტავდა;
ხმლის გამოყენების შემთხვევაში მფლობელი განიცდიდა ძალის მოზღვავებასა და ბევრად ენერგიული ხდებოდა;
ვერ ჭრიდა ვერანაირი ლითონი.
მართალია, ეს მხოლოდ მითია, მაგრამ მაინც ყველა ქართველისთვის საამაყოა, რომ მითიური მეფე ხალიბური ხმლით გადიოდა ბრძოლის ველზე.
უცნაურია, მაგრამ ხალიბთა სახელს მარტო მითიურ ხმალს კი არა, თავად ბრიტანეთის კუნძულების უძველეს სახელწოდებას, ალბიონსაც უკავშირებენ. თავად „ალბიონი“ კელტური წარმომავლობისაა, მაგრამ არისტოტელე კოლხეთის მისამართით იყენებს სახელწოდებას „ხალიბიონი“ და, შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს უბრალო დამთხვევა...
ყველა ახალი ამბავი
0