https://sputnik-georgia.com/20220307/peskovma-ukrainasi-operaciis-nebismier-momentsi-sewyvetis-pirobebi-daasaxela-265047408.html
პესკოვმა უკრაინაში „ოპერაციის მომენტალური შეწყვეტის“ პირობები დაასახელა
პესკოვმა უკრაინაში „ოპერაციის მომენტალური შეწყვეტის“ პირობები დაასახელა
Sputnik საქართველო
კიევმა უარი უნდა თქვას „ნებისმიერ ბლოკში“ გაწევრიანებაზე, აღნიშნა პესკოვმა
2022-03-07T20:04+0400
2022-03-07T20:04+0400
2023-07-20T15:54+0400
უკრაინა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1b/264818364_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ae6d2122c381c64a34f853819c4db5bf.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის „დემილიტარიზაციის ოპერაცია ნებისმიერ მომენტში“ შეწყვიტოს, თუ კიევი ადრე გამოცხადებულ პირობებს შეასრულებს, იუწყება РИА Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.ამ წუთებში ბელარუსში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დააზუსტა, რომ კიევმა უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შეიტანოს და უარი თქვას „ნებისმიერ ბლოკში“ გაწევრიანების პრეტენზიაზე.გარდა ამისა, პესკოვის სიტყვებით, უკრაინამ ყირიმი რუსეთის რეგიონად უნდა აღიაროს, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები კი - დამოუკიდებლად.„ჩვენ ნამდვილად ვასრულებთ უკრაინის დემილიტარიზაციას. ჩვენ მას დავასრულებთ... მათ (უკრაინის მხარეს - რედ.) საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტონ“, – აღნიშნა პესკოვმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1b/264818364_267:0:2998:2048_1920x0_80_0_0_4b81af9175b86a52114365f13156f03f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პესკოვი უკრაინა „ოპერაცია მომენტი შეწყვეტა“ პირობები
პესკოვი უკრაინა „ოპერაცია მომენტი შეწყვეტა“ პირობები
პესკოვმა უკრაინაში „ოპერაციის მომენტალური შეწყვეტის“ პირობები დაასახელა
20:04 07.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) კიევმა უარი უნდა თქვას „ნებისმიერ ბლოკში“ გაწევრიანებაზე, აღნიშნა პესკოვმა.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის „დემილიტარიზაციის ოპერაცია ნებისმიერ მომენტში“ შეწყვიტოს, თუ კიევი ადრე გამოცხადებულ პირობებს შეასრულებს, იუწყება РИА Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.
ამ წუთებში ბელარუსში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.
„მათ (უკრაინის მხარეს - რედ.) უთხრეს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ერთ მომენტში შეწყდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დააზუსტა, რომ კიევმა უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შეიტანოს და უარი თქვას „ნებისმიერ ბლოკში“ გაწევრიანების პრეტენზიაზე.
გარდა ამისა, პესკოვის სიტყვებით, უკრაინამ ყირიმი რუსეთის რეგიონად უნდა აღიაროს, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები კი - დამოუკიდებლად.
„ჩვენ ნამდვილად ვასრულებთ უკრაინის დემილიტარიზაციას. ჩვენ მას დავასრულებთ... მათ (უკრაინის მხარეს - რედ.) საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტონ“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.