https://sputnik-georgia.com/20220307/paravnis-ugeltexilze-shezgudvebi-moixsna-265039921.html
ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა
ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა
Sputnik საქართველო
შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იყო დაწესებული. 07.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-07T17:55+0400
2022-03-07T17:55+0400
2022-03-07T22:19+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23491/88/234918800_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_dc1f7ad6d3cee3c84a30ef0fb6281a75.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფარავნის უღელტეხილზე (აღნიშნული გზის 94-110 კმ მონაკვეთი) ქარბუქის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები გუშინ დაწესდა.„ფარავნის უღელტეხილზე ქარბუქის საშიშროების გამო ყოველდღე, 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია განცხადებაში.ასევე ნებადართულია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23491/88/234918800_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_522662fc2a8300efe232272601455136.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა
17:55 07.03.2022 (განახლებულია: 22:19 07.03.2022) შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო იყო დაწესებული.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ფარავნის უღელტეხილზე (აღნიშნული გზის 94-110 კმ მონაკვეთი) ქარბუქის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები გუშინ დაწესდა.
„ფარავნის უღელტეხილზე ქარბუქის საშიშროების გამო ყოველდღე, 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნებადართულია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.