იმერეთში მეწყერი ჩამოწვა: შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა

© photo: Sputnik / Stringerმეწყერი
მეწყერი  - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა დღეს, დილით მოხდა უღელტეხილის მონაკვეთზე. მეწყერის ჩამოწოლის გამო დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზიც.
მომხდარის გამო დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება, აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში".
ყველა ახალი ამბავი
0