შპიონაჟში დადანაშაულებულები: რუსი დიპლომატები აშშ-დან გამოაძევეს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. გაეროს თანამშრომელი რუსი დიპლომატები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა შპიონაჟში დაადანაშაულა და ქვეყნიდან მათი გაძევება გადაწყვიტა, უკვე გაფრინდნენ ნიუ-იორკიდან მოსკოვში ოჯახებთან ერთად, იუწყება РИА Новости.
აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ აცნობა.
მანამდე ვაშინგტონმა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 12 დიპლომატი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად და ქვეყნის დასატოვებლად ვადა 7 მარტამდე მისცა. აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელობის პრეს-მდივანმა ოლივია დალტონმა მათ „რუსეთის დაზვერვის ოპერ-თანამშრომლები“ უწოდა.
ნებენზიას მონაცემებით, სულ ნიუ-იორკი 50-მა კაცმა დატოვა, დიპლომატების ოჯახების წევრების ჩათვლით.
გარდა ამისა, გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის სტეფან დიუჟარიკის თქმით, აშშ ასევე აძევებს ორგანიზაციის სამდივნოს თანამშრომელს.
რუსეთმა პირობა დადო, რომ ამ ქმედებაზე აუცილებლად გასცემს პასუხს აშშ-ს და მოუწოდა ვაშინგტონს, თავი შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თავის ხაზს განაგრძობს და არა მარტო მთლიანად არღვევს სახელმწიფოთაშორის კავშირებს, არამედ გაეროს ცენტრალურ როლსაც ანგრევს.
მისი თქმით, მომხდარი მოსკოვზე ზეწოლას, შანტაჟსა და დაშინებას ემსახურება, რათა რუსეთის პოზიციები შესუსტდეს და მას გაეროში სრულფასოვნად მუშაობის საშუალება არ მიეცეს.
ყველა ახალი ამბავი
0