ეროვნული კინოცენტრი „გოსფილმოფონდთან“ კონტრაქტის შეჩერებას მოითხოვს

© photo: Sputnik / Sergey Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
ქართული ფილმების დაბრუნების პროგრამა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დასრულების შემდეგ აუცილებლად გაგრძელდება, აღნიშნავენ კინოცენტრში.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო კულტურის სამინისტროს რუსეთის „გოსფილმოფონდთან“ კონტრაქტის შეჩერების თხოვნით მიმართა.

როგორც ცნობილია, ეროვნულ კინოცენტრს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად 2016 წლიდან ჩამოაქვს რუსეთიდან „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით.

როგორც კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხაიძემ თავის წერილში აღნიშნა, პროექტი მისთვის და კინოცენტრისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე მათი სურვილია, რომ ამ ეტაპზე პროექტი შეჩერდეს.
ამჟამად „გოსფილმოფონდთან“ გაფორმებულია 149.660 დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს „გოსფილმოფონდის“ ბაზაზე 8 ქართული ფილმის ასლების დამზადებას.
ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
„ქართულ ოცნებას" განმარტება მოუწია, თუ რატომ დაუშვა რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტები
ამ თანხიდან 52.522 დოლარი დეკემბერში ავანსის სახით გადაირიცხა იმ მიზნით, რომ „გოსფილმოფონდს“ შეეძინა Kodak-ის ფირი. ფირი ჯერ შეძენილი არ არის და არც ისაა ცნობილი, მოახერხებს თუ არა „გოსფილმოფონდი“ მის შეძენას რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების გამო, აღნიშნავენ კინოცენტრში.
თანხის დარჩენილი ნაწილი – 325.272 ლარი საქართველოს კულტურის სამინისტრომ უნდა გადარიცხოს სამუშაოების დასრულების შემდეგ.
კინოცენტრის დირექტორი კულტურის სამინისტროს მოუწოდებს, რომ პროექტისთვის გათვალისწინებული დარჩენილი თანხა ჩაირიცხოს ეროვნული კინოცენტრის ანგარიშზე, რათა კინოცენტრმა დააფინანსოს ქართული კინოწარმოება.
როგორც წერილშია ნათქვამი, ქართული ფილმების დაბრუნების პროგრამა უკრაინაში განვითარებული მოვლენების დასრულების შემდეგ აუცილებლად გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0