https://sputnik-georgia.com/20220307/erovnuli-muzeumis-generaluri-direqtoris-moadgiled-nika-axalbedasvili-dainisna-265037258.html
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა
Sputnik საქართველო
ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს გაუწევს ზედამხედველობას. 07.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-07T17:21+0400
2022-03-07T17:21+0400
2022-03-07T22:03+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/19/252416554_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_1f411e9ce6f35ad25da84041f9db94b1.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.სამინისტროს ინფორმაციით, ახალბედაშვილი ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს.ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულებას 19 მარტიდან შეუდგება.ნიკა ახალბედაშვილი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორად 2021 წლის გაზაფხულზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანიშნა. ამ პოსტზე წარდგენამდე ის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების, „საკანონმდებლო მაცნეს" დირექტორი იყო.კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წლის გაზაფხულზე, მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი:მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ასევე ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.წყარო: კულტურის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/19/252416554_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0c814d15af7b3644eb9bd89c92ec2c1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა
17:21 07.03.2022 (განახლებულია: 22:03 07.03.2022) ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს გაუწევს ზედამხედველობას.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალბედაშვილი ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს.
ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულებას 19 მარტიდან შეუდგება.
„ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ნიკა ახალბედაშვილი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორად 2021 წლის გაზაფხულზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანიშნა. ამ პოსტზე წარდგენამდე ის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების, „საკანონმდებლო მაცნეს" დირექტორი იყო.
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წლის გაზაფხულზე, მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი:
1.
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
3.
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
4.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს.
მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ასევე ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.