https://sputnik-georgia.com/20220307/arabta-gaertianebul-saamiroebtan-uvizo-mimosvla-dawesda-265047643.html
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უვიზო მიმოსვლა დაწესდა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უვიზო მიმოსვლა დაწესდა
Sputnik საქართველო
საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კიდევ ერთი მაგალითი.
2022-03-07T20:20+0400
2022-03-07T20:20+0400
2022-03-07T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0a/264300671_0:224:3243:2048_1920x0_80_0_0_9a4f31c9c7da31257cc4cce3425aa8ff.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების თანახმად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები.საამიროებში ტურისტული, 30-დღიანი ვიზის მიღება სირთულეებს არ უკავშირდებოდა. სურვილის შემთხვევაში მოქალაქეები ტურისტული სააგენტოების გავლითაც იღებდნენ ვიზას. ვიზის ღირებულება 80-დან 150-მდე დოლარს შეადგენდა.ჯერჯერობით უცნობია ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების ზუსტი თარიღი, მაგრამ, საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მხოლოდ „გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობები“ უნდა დასრულდეს.წყარო - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0a/264300671_574:246:2977:2048_1920x0_80_0_0_36b343f136f9fada0ca958d7077af691.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
არაბთა გაერთიანებულ საამიროები უვიზო მიმოსვლა
არაბთა გაერთიანებულ საამიროები უვიზო მიმოსვლა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან უვიზო მიმოსვლა დაწესდა
20:20 07.03.2022 (განახლებულია: 22:50 07.03.2022) საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კიდევ ერთი მაგალითი.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების თანახმად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები.
„მოლაპარაკებების შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
საამიროებში ტურისტული, 30-დღიანი ვიზის მიღება სირთულეებს არ უკავშირდებოდა. სურვილის შემთხვევაში მოქალაქეები ტურისტული სააგენტოების გავლითაც იღებდნენ ვიზას. ვიზის ღირებულება 80-დან 150-მდე დოლარს შეადგენდა.
ჯერჯერობით უცნობია ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების ზუსტი თარიღი, მაგრამ, საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მხოლოდ „გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფორმალობები“ უნდა დასრულდეს.