Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანა მარგველაშვილი ცნობილი მომღერლის დაბადების დღეზე – გოგონა შეუდარებელ ფორმაშია – ვიდეო

© Facebook / Anna Margvelashviliანა მარგველაშვილი
ანა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
ანა მარგველაშვილი ძალიან შეიცვალა. ნახეთ ახალი ვიდეოები და ფოტოები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ერთადერთი გოგონა საზოგადოებაში პოპულარული მამის გაპრეზიდენტების შემდეგ გახდა და მისი პირადი ცხოვრება მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
ანა რამდენიმე წელი იყო დაქორწინებული მუსიკოს გიგი ჩიჩუაზე, წყვილს გოგონა შეეძინა, თუმცა მალე დაშორდნენ და მარგველაშვილიც სოცქსელებიდან გაქრა. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ის მეორედ გათხოვდა და მეორე ქალიშვილიც გააჩინა. უცნობია ვინ არის ანას რჩეული.
რამდენიმე საათის წინ ანა მარგველაშვილი ცნობილი ქართველი მომღერლის თიკა ჯამბურიას დაბადების დღეზე იმყოფებოდა და, როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ირკვევა, დრო არაჩვეულებრივად გაატარა.
შესამჩნევია მისი ცვლილებები გარეგნობაში – ანა მნიშნელოვნადაა დასუსტებული და, როგორც ჩანს, აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მისდევს, რაც მის ნავარჯიშევ სხეულზე აისახება.
ყველა ახალი ამბავი
0