ძლიერმა ქარმა თბილისში სახელმწიფო დროშა დააზიანა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
გამოწერა
თბილისის მერია დაზიანებული სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას ამინდის გაუმჯობესებისთანავე გეგმავს.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა, აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში
უწყების ცნობით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება.
წაქცეული ხეები და დაზიანებული ავტომობილები: ქარმა გლდანში პრობლემები შექმნა >>
რამდენიმე დღეა საქართველოს დედაქალაქში ძლიერი ქალი ქრის.
ყველა ახალი ამბავი
0