Visa და Mastercard-ის რუსული საბანკო ბარათები ზოგიერთ ქვეყანაში იმოქმედებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკში VISA და MasterCard-ის საბანკო ბარათები
 VISA და MasterCard-ის საბანკო ბარათები - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
გამოწერა
მთავარი პირობაა - ქვეყანაში რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ არსებობა
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. რუსული „ალფა-ბანკის“ Visa და Mastercard ბარათები რამდენიმე ქვეყანაში გააგრძელებენ მუშაობას, იტყობინება ბანკის Telegram-არხი.
ბარათები გააგრძელებენ მუშაობას იმ ქვეყნებში, სადაც მიიღება რუსული საგადახდო სისტემა Mir-ის ბარათი, მათ შორის თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში.
„Visa და Mastercard ბარათები გააგრძელებენ მუშაობას საზღვარგარეთ, სადაც მიიღება Mir ბარათი. დღეს ეს ქვეყნებია თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვიეტნამი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი", - ნათქვამია შეტყობინებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ „ალფა-ბანკის“ ბარათების ხელახალი გამოშვება საჭირო არ არის.
კვირას საერთაშორისო სისტემებმა Visa და Mastercard-მა რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს.
მოგვიანებით, „რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა“ განმარტა, რომ რუსული ბანკების მიერ გაცემული Visa და Mastercard ბარათები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას რუსეთში ვადის ამოწურვამდე, მაგრამ საზღვარგარეთ ტრანზაქციების და უცხოურ ონლაინ-მაღაზიებში შესყიდვების განხორციელება შეუძლებელი იქნება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
წყარო - „ალფა-ბანკის“ Telegram-არხი.
ყველა ახალი ამბავი
0