„თელასი" თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 მარტს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ზაჰესის, ბარისახოს, ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ბიჭვინთის, რევოლუციის, მანაგაძის, ჩიქვანაიას და სკოლის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ჯაბიძის, ფარსმან ქველის, შულენბურგის, მწვანე, ხევისპირის, კეცხოველის, ხიზაბავრის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ისაკიანის, ავშნის, ნუშის, ნიჟარაძის, რჩეულიშვილის, მონადირის და რომელაშილის ქუჩების მოსახლეობას.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, მიქელაძის და შატბერაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქოს და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბენდელიანის, ალექსიძის, სანაპიროს, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, ქავთარაძის, გოძიაშვილის, იოსელიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0