https://sputnik-georgia.com/20220306/ilia-meorem-sendobis-kviras-sisxlisrvris-sewyvetis-aucileblobaze-iqadaga-265019683.html
ილია მეორემ შენდობის კვირას სისხლისღვრის შეწყვეტის აუცილებლობაზე იქადაგა
ილია მეორემ შენდობის კვირას სისხლისღვრის შეწყვეტის აუცილებლობაზე იქადაგა
Sputnik საქართველო
ილია მეორემ შეახსენა მრევლს შენდობის ძალა და ის, რომ ყველაფერი უფლის ნებაზეა დამოკიდებული.
2022-03-06T23:00+0400
2022-03-06T23:00+0400
2022-03-06T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:241:1939:1332_1920x0_80_0_0_5740fae27b3b37a72e32f41762f8cf59.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შენდობის კვირა დღეს თავის ქადაგებაში ისაუბრა იმაზე, რამხელა მნიშვნელობა აქვს მაქსიმალურ ძალისხმევას მშვიდობის დასამყარებლად.ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღასრულა.მისი თქმით, „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა სუფევდეს“.კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველ ხალხს მოუწოდა გააძლიეროს ლოცვა და უფლის რწმენა.„ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით“, - ბრძანა პატრიარქმა.ილია მეორემ შეახსენა მრევლს შენდობის ძალა და ის, რომ ყველაფერი უფლის ნებაზეა დამოკიდებული.საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“ უკრაინის დასახმარებლად ერთ კვირაში შეაგროვა 10 ტონაზე მეტი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და 3 ათასი მედიკამენტი და სამედიცინო დანიშნულების საგანი. საპატრიარქოს მიერ შეგროვილი ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია კვირას გაიგზავნება.გარდა ამისა, საპატრიარქო მზად არის აღმოუჩინოს დახმარება უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. დახმარების მისაღებად მათ უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (+995) 551 35 55 33.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748779_0:60:1939:1514_1920x0_80_0_0_14e3765b7e66215e2a24569dcbcee109.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ილია ii შენდობა კვირა სისხლისღვრა შეწყვეტა აუცილებლობა ქადაგება
ილია ii შენდობა კვირა სისხლისღვრა შეწყვეტა აუცილებლობა ქადაგება
ილია მეორემ შენდობის კვირას სისხლისღვრის შეწყვეტის აუცილებლობაზე იქადაგა
ილია მეორემ შეახსენა მრევლს შენდობის ძალა და ის, რომ ყველაფერი უფლის ნებაზეა დამოკიდებული.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შენდობის კვირა დღეს თავის ქადაგებაში ისაუბრა იმაზე, რამხელა მნიშვნელობა აქვს მაქსიმალურ ძალისხმევას მშვიდობის დასამყარებლად.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღასრულა.
„ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისთვის, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შეწყდეს სისხლისღვრა... ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა“, - ბრძანა ილია მეორემ.
მისი თქმით, „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა სუფევდეს“.
კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველ ხალხს მოუწოდა გააძლიეროს ლოცვა და უფლის რწმენა.
„ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით“, - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ შეახსენა მრევლს შენდობის ძალა და ის, რომ ყველაფერი უფლის ნებაზეა დამოკიდებული.
„დღეს არის შენდობის დღე და შენდობა აუცილებელია... ამ დღეს მე მოგმართავთ ყველას, შემინდეთ, მაპატიეთ შეცოდებანი ჩემი. ღმერთმა შეგინდოთ თქვენ, სრულიად საქართველოს შეცოდებანი თქვენი ნებსით და უნებლიეთ, შენდობილი იყავით“, - განაცხადა ილია მეორემ.
საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“ უკრაინის დასახმარებლად ერთ კვირაში შეაგროვა 10 ტონაზე მეტი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და 3 ათასი მედიკამენტი და სამედიცინო დანიშნულების საგანი. საპატრიარქოს მიერ შეგროვილი ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია კვირას გაიგზავნება.
გარდა ამისა, საპატრიარქო მზად არის აღმოუჩინოს დახმარება უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. დახმარების მისაღებად მათ უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (+995) 551 35 55 33.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.