Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

900-მდე შემთხვევა თბილისში: ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Evgeny Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.700-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.625.372-ს მიაღწია.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.700 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 893 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 204, კახეთი – 129, გურია –105, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 90, შიდა ქართლი – 85, ქვემო ქართლი – 74, აჭარა – 61, მცხეთა-მთიანეთი – 26, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი –8.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7.002 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.554.533.-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.366-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 54.447 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.459 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 938, იმერეთში – 510, აჭარაში – 221.
638 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
51.988 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.700-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.625.372-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0