მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების წარმოუდგენელი ტალღა აგორდა. იხილეთ ფოტოლენტა, როგორ... 06.03.2022-ს, Sputnik საქართველო
როგორც აშშ-მა განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ ისტორიაში უდიდესი სანქციები დააწესა ვაჭრობის სფეროში.ახალი სანქციების მკაცრი პაკეტი შემოიღო ევროკაშირმაც.დასავლელმა პოლიტიკოსებმა რუსეთს „ტოტალური ეკონომიკური ომი“ გამოუცხადეს. რუსეთთან თანამშრომლობა უკვე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ გაწყვიტა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების წარმოუდგენელი ტალღა აგორდა. იხილეთ ფოტოლენტა, როგორ ხორციელდება ზეწოლა რუსეთზე
როგორც აშშ-მა განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ ისტორიაში უდიდესი სანქციები დააწესა ვაჭრობის სფეროში.
ახალი სანქციების მკაცრი პაკეტი შემოიღო ევროკაშირმაც.
დასავლელმა პოლიტიკოსებმა რუსეთს „ტოტალური ეკონომიკური ომი“ გამოუცხადეს. რუსეთთან თანამშრომლობა უკვე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ გაწყვიტა.
რუსეთთან თანამშრომლობა გააჩერა ბევრმა მსოფლიო ავტომწარმოებელმაც. ქვეყანაში ქარხნები დახურეს ან პროდუქციის მიწოედბები შეაჩერეს: Ford-მა, BMW-მ, Mercedes-Benz-მა, WAG-მა, Daimler-მა, ასევე ფრანგულმა და სხვა კომპანიებმა
Apple Pay და Google Pay. ასევე ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვები დააწესეს Visa-მ და Mastercard-მა. რუსეთში სხვა ქვეყნებში გამოშვებული საბანკო ბარათები არ იმუშავებს, ხოლო უცხოეთში — რუსული ბარათები
ეკონომიკური ომი გაჩაღდა ცაშიც. Boeing-მა და Airbus-მა განაცხადეს, რომ რუსეთს არარაც თვითმფრინავებს მიჰყიდიან და აღარაც უკვე მიყიდულებს გაუწევენ მომსახურებას. ბევრმა ქვეყანამ თავისი საჰაერო სივრცე დაუხურა რუსულ თვითმფრინავებს. ამის პასუხად რუსეთმაც ჩაუკეტა ცა 36 ქვეყანას
ამასთან რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა, მიერთებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. მათ შორისაა ჩინეთი, რომელიც ძველებურად განაგრძობს რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას
ევროპაში გაზის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს გადაჭარბა. პირველად ისტორიაში, ლონდონის ბირჟა ICE Futures-ზე ვაჭრობისას გაზის ფასმა ათას კუბომეტრზე 2400 დოლარს გადააჭარბა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ცენტრობანკთან, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან და ასევე ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან ოპერაციები აკრძალა. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხო რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდსაც. ამის პარალელურად ეცემა რუბლის კურსი დოლარისა და ევროს მიმართ
ამერიკული და დასავლური სანქციები შეეხო რუსეთის უმსხვილეს ბანკებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მუშაობა შეწყვიტა ბანკმა VTB Georgia, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ქვეყნის უდიდესი ბანკების სამეულში შედიოდა საბანკო ოეპერაციების მოცულობით
გასტრონომიულმა გიდმა „მიშლენმა“ 4 მარტიდან შეუჩერა რეკომენდაციები რუსეთის რესტორებს. გიდმა ასევე შეწყვიტა მოსკოვის რეკლამირება და გაყინა პროექტები რუსეთში
პანამის დროშით მცურავი სატვირთო ხომალდი Pola Ariake, რომელსაც რუსი მფლობელი ჰყავს, ფრანგმა მებაჟეებმა დააკავეს მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა