https://sputnik-georgia.com/20220305/ungretma-marcvleulis-eqsporti-akrzala-265002458.html
უნგრეთმა მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა
უნგრეთმა მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა
Sputnik საქართველო
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიკაგოში ბირჟაზე ხორბლის ფასმა ბოლო 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია
2022-03-05T22:31+0400
2022-03-05T22:31+0400
2023-07-20T15:54+0400
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/05/250799815_0:184:2853:1789_1920x0_80_0_0_fcb42a21892ece2cf37c7495fa7cbf4d.jpg
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. უკრაინაში შექმნილი ვითარებით გამოწვეული ფასების ზრდის გამო უნგრეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა გადაწყვიტა. ამის შესახებ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იშტვან ნადმა განაცხადა.„უკრაინაში საომარი სიტუაციით გამოწვეული ფასების ზრდის გამო მთავრობა დღესვე აჩერებს მარცვლეულის ექსპორტს“, - ციტირებს მინისტრის სიტყვებს index.hu.სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება პარასკევს საღამოს გამოქვეყნდება.ხორბლის ფასი უკვე რეკორდებს ხსნის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო მიწოდებაში შეფერხების რისკების შედეგად ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა ბოლო 14 წლის, ხოლო სიმინდის ფასმა - ბოლო 9 წლის მაქსიმუმს მიაღწია.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/05/250799815_34:0:2765:2048_1920x0_80_0_0_288c9e975fc33148f21bd00793dee0c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უნგრეთი მარცვლეული ექსპორტი
უნგრეთი მარცვლეული ექსპორტი
უნგრეთმა მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა
22:31 05.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიკაგოში ბირჟაზე ხორბლის ფასმა ბოლო 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. უკრაინაში შექმნილი ვითარებით გამოწვეული ფასების ზრდის გამო უნგრეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა გადაწყვიტა. ამის შესახებ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იშტვან ნადმა განაცხადა.
„უკრაინაში საომარი სიტუაციით გამოწვეული ფასების ზრდის გამო მთავრობა დღესვე აჩერებს მარცვლეულის ექსპორტს“, - ციტირებს მინისტრის სიტყვებს index.hu.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობის შესაბამისი განკარგულება პარასკევს საღამოს გამოქვეყნდება.
ხორბლის ფასი უკვე რეკორდებს ხსნის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო მიწოდებაში შეფერხების რისკების შედეგად ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა ბოლო 14 წლის, ხოლო სიმინდის ფასმა - ბოლო 9 წლის მაქსიმუმს მიაღწია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.