„საქსტატმა“ ქართული უნივერსიტეტების შესახებ უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა

© photo: Sputnikბათუმის უნივერსიტეტი
ბათუმის უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2022
გამოწერა
საქართველოში მოქმედი 64 უნივერსიტეტიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, დანარჩენი კერძოა
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. 2021-2022 სასწავლო წლისთვის საქართველოში ფუნქციონირებდა 64 უნივერსიტეტი, საიდანაც 60,9% თბილისში მდებარეობს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 64 უნივერსიტეტიდან მხოლოდ 19 სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებაა, დანარჩენი კერძოა.
ამასთან, 2021/2022 სასწავლო წლისთვის საქართველოს უნივერსიტეტებში 159,8 ათასი სტუდენტი სწავლობდა. საქართველოს სტუდენტების 63,6% სწავლობს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო საერთო რაოდენობის 36,4% - საქართველოს 45 კერძო უნივერსიტეტსა და ინსტიტუტში.
უნივერსიტეტებში 10,5 ათასი პროფესორი ასწავლიდა, აქედან 56,4% ქალი იყო. 10,5 ათასი პროფესორიდან, რომლებიც ასწავლიდნენ უნივერსიტეტებში, 39% ასოცირებული პროფესორია.
საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაბარება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რომლის დროსაც აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ სამი სავალდებულო საგანი და ერთი უნივერსიტეტის არჩევანით.
ჩარიცხვა ხდება მიღებული ქულების მიხედვით. მათზეა დამოკიდებული ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროცენტიც.
საქართველოში სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით - მათ შორის ტრანსპორტით სარგებლობისას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებისას, ნაკრძალების, მუზეუმების დათვალიერებისას და ა.შ.
წყარო - „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0