https://sputnik-georgia.com/20220305/sapatriarqos-mier-segrovebuli-humanitaruli-daxmareba-ukrainasi-xval-gaigzavneba-264995943.html
საპატრიარქოს მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში ხვალ გაიგზავნება
საპატრიარქოს მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში ხვალ გაიგზავნება
Sputnik საქართველო
ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. ტვირთის უკრაინაში გაგზავნას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.
2022-03-05T19:36+0400
2022-03-05T19:36+0400
2022-03-05T19:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121725_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_27f2f774bb09814e82c130eb19e6a8ae.jpg
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია უკრაინაში ხვალ გაიგზავნება, ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“, რომელსაც კონსტანტინე სვანაძე ხელმძღვანელობს, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.გავრცელებული ინფორმაციით, შეგროვებულია უკვე 10 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი, 3 ათასი ერთეული სამედიცინო დანიშნულების ნივთი და მედიკამენტი.მათივე ცნობით, აღნიშნული ტვირთის უკრაინაში გაგზავნას „საქართველოს ფოსტა“ უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. უკრაინაში 6 მარტს პირველი ხუთი ტონა ტვირთი გაიგზავნება და დანარჩენი კი შემდგომ დღეებში.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.წყარო - საქართველოს საპატრიარქო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121725_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_b2a010c60abb6aafe7a0db58a4547ec3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპატრიარქო დახმარება უკრაინა
საპატრიარქო დახმარება უკრაინა
საპატრიარქოს მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში ხვალ გაიგზავნება
19:36 05.03.2022 (განახლებულია: 19:37 05.03.2022) ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. ტვირთის უკრაინაში გაგზავნას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს.
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია უკრაინაში ხვალ გაიგზავნება, ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“, რომელსაც კონსტანტინე სვანაძე ხელმძღვანელობს, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, შეგროვებულია უკვე 10 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი, 3 ათასი ერთეული სამედიცინო დანიშნულების ნივთი და მედიკამენტი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მრევლს ეკონომიკურად უჭირს, მაინც ყველა ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გაჭირვებაში მყოფი ხალხის დასახმარებლად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ შემომწირველს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული ტვირთის უკრაინაში გაგზავნას „საქართველოს ფოსტა“ უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. უკრაინაში 6 მარტს პირველი ხუთი ტონა ტვირთი გაიგზავნება და დანარჩენი კი შემდგომ დღეებში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.