https://sputnik-georgia.com/20220305/rogor-mimdinareobs-kontroli-saqartvelos-tyeebsi-darrvevebis-statistika-265000349.html
როგორ მიმდინარეობს კონტროლი საქართველოს ტყეებში: დარღვევების სტატისტიკა
როგორ მიმდინარეობს კონტროლი საქართველოს ტყეებში: დარღვევების სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
2022-03-05T21:55+0400
2022-03-05T21:55+0400
2022-03-05T21:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოში თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 205 ფაქტი დაფიქსირდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.დეპარტამენტის ინფორმაციით, 205-დან ცხრა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დანარჩენ დამრღვევებს ჯარიმები დაეკისრა.ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში (40), კახეთსა (37) და სამცხე-ჯავახეთში (33).თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები თბილისშიც გამოვლინდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედაქალაქში ოთხი დამრღვევი ამხილეს.ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 42 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კონტროლი საქართველო ტყეები დარღვევები
კონტროლი საქართველო ტყეები დარღვევები
როგორ მიმდინარეობს კონტროლი საქართველოს ტყეებში: დარღვევების სტატისტიკა
ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოში თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 205 ფაქტი დაფიქსირდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 205-დან ცხრა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დანარჩენ დამრღვევებს ჯარიმები დაეკისრა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში (40), კახეთსა (37) და სამცხე-ჯავახეთში (33).
თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები თბილისშიც გამოვლინდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედაქალაქში ოთხი დამრღვევი ამხილეს.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 42 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.