https://sputnik-georgia.com/20220305/osce-saomari-moqmdebebi-ruset-ukrainis-samsvidobo-molaparakebebis-periodsi-unda-sewydes-264993687.html
OSCE: საომარი მოქმედებები რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პერიოდში უნდა შეწყდეს
OSCE: საომარი მოქმედებები რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პერიოდში უნდა შეწყდეს
Sputnik საქართველო
OSCE-ს თავმჯდომარემ მოუწოდა მხარეებს, შეაჩერონ სისხლისღვრა და საომარი მოქმედებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პერიოდში
2022-03-05T17:51+0400
2022-03-05T17:51+0400
2022-03-05T17:51+0400
მსოფლიო დღეს
ეუთო
უკრაინა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264992889_0:0:2761:1554_1920x0_80_0_0_c5069614aa63ce6b563741b69fcdae79.jpg
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. უკრაინაში მოლაპარაკებების პერიოდში ცეცხლი უნდა შეწყდეს - ამისკენ მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ, წერს РИА Новости.„შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს საომარი მოქმედებები რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პერიოდში“, - მოუწოდა მხარეებს რაუმ ვარშავაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ. იმავდროულად, რაუმ ორივე მხარეს მოუწოდა „დაიცვან საერთაშორისო სამართალი და ღირსეულად მოექცნენ სამხედრო ტყვეებს“.გარდა ამისა, ეუთოს თავმჯდომარემ ასევე მოუწოდა მხარეებს, გააგრძელონ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.წყარო - РИА Новости.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264992889_2:0:2733:2048_1920x0_80_0_0_140253d73aaf8a6f96e03964c7e1fb9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
osce მოლაპარაკებები პერიოდი მოქმედებები შეჩერება მოწოდება
osce მოლაპარაკებები პერიოდი მოქმედებები შეჩერება მოწოდება
OSCE: საომარი მოქმედებები რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პერიოდში უნდა შეწყდეს
OSCE-ს თავმჯდომარემ მოუწოდა მხარეებს, შეაჩერონ სისხლისღვრა და საომარი მოქმედებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პერიოდში
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. უკრაინაში მოლაპარაკებების პერიოდში ცეცხლი უნდა შეწყდეს - ამისკენ მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს ეუთოს თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ, წერს РИА Новости.
„შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს საომარი მოქმედებები რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პერიოდში“, - მოუწოდა მხარეებს რაუმ ვარშავაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ. იმავდროულად, რაუმ ორივე მხარეს მოუწოდა „დაიცვან საერთაშორისო სამართალი და ღირსეულად მოექცნენ სამხედრო ტყვეებს“.
გარდა ამისა, ეუთოს თავმჯდომარემ ასევე მოუწოდა მხარეებს, გააგრძელონ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა.
„მოვუწოდებ მხარეებს, გააგრძელონ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს საფრთხეში მყოფი ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას“, - თქვა მან. „ჩვენი პრიორიტეტია ასობით ათასი, შესაძლოა მილიონობით ლტოლვილის დახმარება”, - დასძინა რაუმ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.