https://sputnik-georgia.com/20220305/miwirs-amis-tqma-ilon-maskma-navtobis-da-gazis-mopovebis-saswrafo-gazrdisken-mouwoda-264990975.html
„მიჭირს ამის თქმა“: ილონ მასკმა ნავთობისა და გაზის მოპოვების სასწრაფო გაზრდისკენ მოუწოდა
„მიჭირს ამის თქმა“: ილონ მასკმა ნავთობისა და გაზის მოპოვების სასწრაფო გაზრდისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ნავთობის, გაზისა და მათი გადამუშავების პროდუქტების, მათ შორის ბენზინის ფასი მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა
2022-03-05T15:05+0400
2022-03-05T15:05+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250165868_0:123:3072:1851_1920x0_80_0_0_3321e7a71cbd6a89be44fa45e4d9f8ee.jpg
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ნავთობისა და გაზის მოპოვების სასწრაფო გაზრდის მოწოდებით გამოვიდა. მან აღიარა, რომ „მწვანე“ ენერგეტიკას რუსეთის ნახშირწყალბადების ექსპორტის დროული ჩანაცვლება არ შეუძლია.უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ნავთობის, გაზისა და მათი გადამუშავების პროდუქტების, მათ შორის ბენზინის ფასი მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა.ტესლაც დაზარალდება, ამბობს მასკი. ბიზნესმენმა აღიარა, რომ მოპოვების ზრდა უარყოფითად აისახება მისი კომპანიის ელექტრომობილებზე. „მაგრამ მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ ვერ აანაზღაურებს რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტს“, - თქვა მასკმა.ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ამერიკაში აქტიურად განიხილავენ სანქციების ფარგლებში რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვის თემას. ამავდროულად, თეთრი სახლი ჯერჯერობით მსგავსი ზომების წინააღმდეგ გამოდის და ამტკიცებს, რომ ეს ენერგომატარებლებზე ფასების შემდგომ ზრდას გამოიწვევს.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1a/250165868_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_77737f81a42dde116bbf9b39e1a20936.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ილონ მასკი ნავთობი გაზი მოპოვება გაზრდია მოწოდება
ილონ მასკი ნავთობი გაზი მოპოვება გაზრდია მოწოდება
„მიჭირს ამის თქმა“: ილონ მასკმა ნავთობისა და გაზის მოპოვების სასწრაფო გაზრდისკენ მოუწოდა
15:05 05.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ნავთობის, გაზისა და მათი გადამუშავების პროდუქტების, მათ შორის ბენზინის ფასი მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ნავთობისა და გაზის მოპოვების სასწრაფო გაზრდის მოწოდებით გამოვიდა. მან აღიარა, რომ „მწვანე“ ენერგეტიკას რუსეთის ნახშირწყალბადების ექსპორტის დროული ჩანაცვლება არ შეუძლია.
„მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავზარდოთ ნავთობისა და გაზის მოპოვება. საგანგებო დრო საგანგებო ზომებს მოითხოვს ", - დაწერა მან Twitter-ზე.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ნავთობის, გაზისა და მათი გადამუშავების პროდუქტების, მათ შორის ბენზინის ფასი მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა.
ტესლაც დაზარალდება, ამბობს მასკი. ბიზნესმენმა აღიარა, რომ მოპოვების ზრდა უარყოფითად აისახება მისი კომპანიის ელექტრომობილებზე. „მაგრამ მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ ვერ აანაზღაურებს რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტს“, - თქვა მასკმა.
ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ამერიკაში აქტიურად განიხილავენ სანქციების ფარგლებში რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვის თემას. ამავდროულად, თეთრი სახლი ჯერჯერობით მსგავსი ზომების წინააღმდეგ გამოდის და ამტკიცებს, რომ ეს ენერგომატარებლებზე ფასების შემდგომ ზრდას გამოიწვევს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.