მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: რუსეთი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად უკრაინის პასუხს ელოდება

© photo: Sputnik / The State Duma of Russian Federationსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2022
გამოწერა
ლავროვის განცხადებით, უკრაინული მხარე მუდმივად იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა მორიგი შეხვედრის დაწყება გადადოს.
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. მოსკოვი კიევისგან ელოდება ინფორმაციას მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ, მაგრამ ჯერ ვადები არ გვაქვს, წერს РИА Новости რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე დაყრდნობით.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა მორიგი შეხვედრის დაწყება გადადოს.
„ჩვენი მონაწილეები ელიან უკრაინული მხრიდან ინფორმაციას, ისევე როგორც პირველი ორი რაუნდის დროს. ვითარება საკმაოდ უცნაურია, თითქოს ყველა დაინტერესებულია სასწრაფო შეთანხმების მიღწევით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ყველაფერი სრულფასოვნად. და მეორე მხრივ, ყველაზე დაინტერესებული - უკრაინული მხარე მუდმივად იგონებს სხვადასხვა საბაბს, რომ შემდეგი შეხვედრის დაწყება გადადოს“, - განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
„ჯერჯერობით ახალი ვადები არ მიგვიღია. ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა კარგად იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ გუშინ საღამოდან მზად ვიყავით გავმგზავრებულვიყავით მესამე რაუნდზე", - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
წყარო - РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0