IAEA-ს გენერალური დირექტორი მზად არის მოინახულოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური
16:35 05.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023)
© photo: Sputnik / Igor Kostin
/ გამოწერა
გროსიმ თავისი ვიზიტის მიზნად ბირთვული ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების აღსრულების სტაბილური მექანიზმის შექმნა დაასახელა
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მზადაა მოინახულოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, როგორც კი სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს, წერს РИА Новости.
„დღეს გამოვთქვი მზადყოფნა, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, გავემგზავრო ჩერნობილში, რათა კონსულტაციები გავმართო უკრაინელ პარტნიორებთან და, საჭიროების შემთხვევაში, იმ ძალებთან, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას ადგილზე“, - განაცხადა გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
გროსიმ თავისი ვიზიტის მიზნად დაასახელა ბირთვული ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების აღსრულების სტაბილური მექანიზმის შექმნა.
წყარო - РИА Новости.