გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი ელგუჯა ბურდული

© photo: Sputnik / Galina Kmitგუჯა ბურდული
გუჯა ბურდული - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2022
გამოწერა
მსახიობი კორონავირუსის შემდგომი გართულებებით რეანიმაციულ კლინიკაში 18 თებერვალს გადაიყვანეს.
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. 80 წლის ასაკში გარდაიცვალა „უძინართა მზის“ ვარსკვლავი, ცნობილი ქართველი მსახიობი ელგუჯა (გუჯა) ბურდული. ინფორმაცია მსახიობის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
მსახიობი კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 18 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც მაშინ მისმა ვაჟმა ლადო ბურდულმა განაცხადა, მას ფილტვების ანთება განუვითარდა.
აღსანიშნავია, რომ ელგუჯა ბურდული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ იყო აცრილი.
„საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის 2000 წელს დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით. 2021 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1991 წლიდან სიონის ტაძრის სტიქაროსანი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0