„აეროფლოტი“ 8 მარტიდან ყველა საერთაშორისო რეისს შეაჩერებს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკში„აეროფლოტის“ თვითმფრინავი
„აეროფლოტის“ თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2022
გამოწერა
„აეროფლოტი“ ავრცელებს ინფორმაციას 8 მარტიდან ყველა საერთაშორისო ფრენის დროებით შეჩერების შესახებ
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. რუსეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Aeroflot-მა 8 მარტიდან ყველა საერთაშორისო ფრენა შეაჩერა, მინსკის მიმართულების გარდა, წერს РИА Новости.
გარდა ამისა, 6 მარტიდან ავიაკომპანია არ დაუშვებს საერთაშორისო რეისებზე მგზავრებს 8 მარტის შემდეგ დასაბრუნებელი ბილეთებით, იუწყება გადამზიდავი.

„აეროფლოტის“ ინფორმაციით, 8 მარტიდან (მოსკოვის დროით 00:00 საათიდან) ყველა საერთაშორისო რეისი დროებით შეჩერდება დამატებითი გარემოებების წარმოქმნის გამო, რაც აფერხებს ფრენების განხორციელებას.

ამავდროულად, საერთაშორისო რეისების მგზავრები, რომლებსაც ექნებათ ერთი მიმართულების ბილეთი, რეისებზე დაიშვებიან ფრენების შეწყვეტამდე.
რაც შეეხება შიდა ფრენებს, „აეროფლოტი“ სრულად გააგრძელებს ფრენებს რუსეთის ფარგლებში სამარშრუტო ქსელში, გარდა ადრე შემოღებული დროებითი შეზღუდვებისა ფრენებზე ქვეყნის სამხრეთის ქალაქებში. ამასთან, გრძელდება ფრენები მინსკის მიმართულებით, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
წყარო - РИА Новости.
ყველა ახალი ამბავი
0