32 გარდაცვლილი: როგორია ეპიდვითარება ქვეყნის რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.033-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.623.672-ს მიაღწია.
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.033 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 1.294 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 451, კახეთი – 275, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 260, შიდა ქართლი – 238, გურია – 123, ქვემო ქართლი – 117, მცხეთა-მთიანეთი – 83, აჭარა – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 65, სამცხე-ჯავახეთი – 55.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8.118 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.547.531-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 32 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.338-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 59.777 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.600 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 982, იმერეთში – 561, აჭარაში – 244.
57.177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.033-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.623.672-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0