https://sputnik-georgia.com/20220304/ziudo-tbilisis-grand-slemi-martis-nacvlad-ivnissi-catardeba-264969709.html
ძიუდო: თბილისის გრანდ-სლემი მარტის ნაცვლად ივნისში ჩატარდება
ძიუდო: თბილისის გრანდ-სლემი მარტის ნაცვლად ივნისში ჩატარდება
Sputnik საქართველო
ტურნირი ამა წლის მარტის ნაცვლად ივნისში ჩატარდება. გადადების მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მდგომარეობაა.
2022-03-04T15:31+0400
2022-03-04T15:31+0400
2022-03-04T21:20+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251430522_0:387:2291:1676_1920x0_80_0_0_20e7313b912a5912056bd9cd40766c92.jpg
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. თბილისის გრანდ-სლემი ძიუდოში, რომელიც 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, 3-5 ივნისს ჩატარდება. ინფრომაციას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ავრცელებს.ფედერაციაში გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო მიიღეს.თბილისში გრანდ-სლემის სტატუსის ტურნირი პირველად 2021 წელს გაიმართა, მანამდე საქართველოს დედაქალაქი ერთი რანგით ნაკლებ თბილისის გრან-პრის მასპინძლობდა. თბილისური გრანდ-სლემი 2021 წელს პანდემიის გამო მაყურებლის გარეშე ჩატარდა. მაშინ ქართველმა ძიუდოისტებმა 9 მედალი მოიპოვეს – 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.გასულ წელს ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) დაეუფლნენ, მესამე ადგილებზე კი ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) გავიდნენ. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251430522_0:339:2278:2048_1920x0_80_0_0_800f20968227a3577823b356d2edc3d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ძიუდო გრანდ სლემი
ძიუდო: თბილისის გრანდ-სლემი მარტის ნაცვლად ივნისში ჩატარდება
15:31 04.03.2022 (განახლებულია: 21:20 04.03.2022) ტურნირის გადადების გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო მიიღეს.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. თბილისის გრანდ-სლემი ძიუდოში, რომელიც 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, 3-5 ივნისს ჩატარდება. ინფრომაციას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ავრცელებს.
ფედერაციაში გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო მიიღეს.
„ამჟამინდელი მდგომარეობის გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ და გრანდ-სლემის საორგანიზაციო კომიტეტმა ტურნირის გადადების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება“, – ნათქვამია IJF-ის ინფორმაციაში.
თბილისში გრანდ-სლემის სტატუსის ტურნირი პირველად 2021 წელს გაიმართა, მანამდე საქართველოს დედაქალაქი ერთი რანგით ნაკლებ თბილისის გრან-პრის მასპინძლობდა. თბილისური გრანდ-სლემი 2021 წელს პანდემიის გამო მაყურებლის გარეშე ჩატარდა. მაშინ ქართველმა ძიუდოისტებმა 9 მედალი მოიპოვეს – 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
გასულ წელს ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) დაეუფლნენ, მესამე ადგილებზე კი ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) გავიდნენ. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.