უგემრიელესი ბანანის კექსი თქვენი შვილებისთვის - გამოცდილი კონდიტერის მარტივი რეცეპტი

© FB/ Tamari Petriashviliთამარ პეტრიაშვილი
თამარ პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
გამოწერა
თამარ პეტრიაშვილი ბავშვობიდან ოცნებობდა, უგემრიელესი ნამცხვრებისა და ფუნთუშების გამოცხობა ესწავლა. დედას სამზარეულოში ხშირად ეპარებოდა და იქიდან ფქვილში ამოსვრილი, სულ მთლად თეთრი გამოდიოდა.

როცა თავად გახდა დედა, დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, ტკბილეულის გამოცხობა ესწავლა და შვილები ამით გაენებივრებინა. რა სჯობს დედის მიერ სახლში გამომცხვარ უგემრიელეს ფუნთუშებს, ცხელ ჩაისა და ბებიის გამოგზავნილ მურაბას?

–    დედა ძალიან კარგი კულინარია. მეც ყოველთვის მომწონდა ეს პროცესი.  პატარაობიდან დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს დედას, როცა სამზარეულოში რაიმე გემრიელს ამზადებდა. როცა პატარა ვიყავი ჩუმად მივეპარებოდი ხოლმე ფქვილს, ცომს, კვერცს. ძალიან ბედნიერო ვიყავი, დედა კრემის ამოყვანას თუ მთხოვდა. როცა მოვიზარდე, დამოუკიდებლად ვცდილობდი კერძებისა და ტკბილეულის მომზადებას, სიამოვნებას ვიღებდი სამზარეულოში ტრიალით.

© FB/ Tamari Petriashviliთამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი
თამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
თამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი

ვიცი, რომ ეს თქვენი დამატებითი საქმიანობაა. როდის და რატომ გადაწყვიტეთ კულინარიის შესწავლა?

– ეს გადაწყვეტილება ცოტა გვიან მივიღე. ეს ჩემთვის მეორე პროფესიაა. ყოველთვის მინდოდა განათლების მიღება ამ კუთხით და გადავწყვიტე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში შემესწავლა კულინარობა, სადაც გავიარე პროფესიული პროგრამა კონდიტერ-შეფი და დღეს უკვე ამ სფეროში ვარ დასაქმებული. დიდი სურვილი მაქვს, სამომავლოდ შევისწავლო სამზარეულო, კიდევ უფრო განვვითარდე და გავიზარდო. ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს შვილებსაც. ყველა პატარას უყვარს ტკბილეული და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ჩემი ბავშვები არიან, აქედან გამომდინარე, ძალიან უხარიათ ჩემი საქმიანობა. ძალიან უყვართ ტკბილეული, ნამცხვრები და განსაკუთრებით დონატები. სხვაგან ყიდვას, ჩემი აზრით, სჯობს მე თვითონ მოვუმზადო ჩემს შვილებს უგემრიელესი დონატები. როცა დონატების გაკეთებას ვიწყებ, ადგილს ვეღარ პოულობენ, მოუთმენლად ელოდებიან. ძალიან უყვართ ასევე ფუნთუშები, მაფინები სხვადასხვა ხილისა და  შოკოლადის შიგთავსით.

© FB/ Tamari Petriashviliთამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი დონატი
თამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი დონატი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
თამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი დონატი

– რამდენად საინტერესო და სასიამოვნო სფეროა?

– ძალიან საინტერესო და სასიამოვნო სფეროა მითუმეტეს, როცა გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ. ეს საქმე ერთგვარი აზარტია. გინდა, ყოველ ჯერზე უფრო გემრიელი, მიზიდველი ტკბილეული გამოაცხო. გსიამოვნებს, როცა შენი ნახელავი მოსწონთ და პირს იტკბარუნებენ.

© FB/ Tamari Petriashviliთამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი
თამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
თამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი

–ალბათ, ამავე დროს დამღლელი და რთულია.

–კი, სირთულეებიც აქვს, ბევრი სიფრთხილე და სიზუსტეა საჭირო. დამღლელიც არის, მაგრამ საქმის პროცესში ისე ვერთვები, დაღლას ვერ გრძნობ, სანამ არ დავასრულებს საქმეს. აი, მერე ვხვდები, რომ დავიღალე.

–მეგობრები ხშრად გეკითხებიან რჩევას კულინარიასთან დაკავშირებით?

– ჩემს მეგობრებს ძალიან მომწონთ ჩემი საქმიანობა. როცა ჩემს გამომცხვარ ტკბილეულს ნახულობენ, აღფრთოვანებით მწერენ. ეს დიდი სტიმული და მეტი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ვისაც უყვარს და აინტერესებს ეს სფერო და სჭირდება რჩევა, აუცილებლად ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას.

© FB/ Tamari Petriashviliთამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი
თამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
თამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი

–ჩვენც გვასწავლეთ რაიმე მარტივი და გემრიელი ნამცხვრის მომზადება.

–    დიდი სამოვნებით გასწავლით ბანანის უგემრიელესი და უმატივესი კექსის რეცეპტს. დაგვჭირდება:

ბანანი — 330გრ.

ფქვილი — 350  გრ.

შაქარი — 250 გრ.

რძე — 150 გრ.

ზეთი — 130 გრ.

კვერცხი — 3ც.

გამაფხვიერებელი – 20 გრ.

© FB/ Tamari Petriashviliთამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი
თამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
თამარ პეტრიაშვილის მიერ გამომცხვარი ნამცხვარი

თავდაპირველად რძე და ზეთი ერთმანეთში გადავურიოთ და დავარეზერვოთ. კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ. ამას ერთჯერადად დავამატოთ დარეზევებული მასა. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, ბოლოს – მსუბუქად დაბლენდერებული ბანანი. ჩავასხათ ყალიბში და გამოვაცხოთ 165 გრადუსზე 40-45 წთ. ზედაპირი შეგიძლიათ გააფორმოთ შოკოლადის მინანქრით ან შაქრის პუდრით.

ყველა ახალი ამბავი
0