https://sputnik-georgia.com/20220304/trampi-baidens-adanasaulebs-264974317.html
„ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება“: ტრამპი დამნაშავეს ასახელებს
„ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება“: ტრამპი დამნაშავეს ასახელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის ჯო ბაიდენის რეიტინგი ზედმეტად აწეულად მიიჩნია და Fox... 04.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-04T19:25+0400
2022-03-04T19:25+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251109809_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e5be30edbbd86c6aad49e7c64e2b575a.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის ჯო ბაიდენის რეიტინგი ზედმეტად აწეულად მიიჩნია და Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო ამერიკა ჯოჯოხეთისკენ მიექანება.ტრამპი აღაშფოთა ბაიდენის გეგმამ გადასახადების გაზრდის შესახებ, ვინაიდან ეს, მისი აზრით, ეკონომიკას დაარტყამს.ამასთან მას არ სჯერა ბოლო გამოკითხვის შედეგებისა, რომლის თანახმადაც ბაიდენის რეიტინგმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, დაეცა რა 37%-მდე. თეთრი სახლის ყოფილი მასპინძელი დარწმუნებულია, რომ მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო დაბალია.მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი დადებითად აფასებდეს ბაიდენის საქმიანობის შედეგებს.აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი რეგულარულად აკრიტიკებს ჯო ბაიდენს და ხაზს უსვამს მის შეცდომებს. მანამდე მან უკვე დაადანაშაულა ამერიკის ამჟამინდელი ლიდერი ქვეყნის ნგრევაში და მის შეცდომათა შორის განსაკუთრებით გამოყო ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების ქაოსური გამოყვანა, ინფლაციის ზრდა, არეულობა საზღვარზე და ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251109809_295:0:3026:2048_1920x0_80_0_0_35b9d233dc4ec9b9fd90d32f1a7acb60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
„ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება“: ტრამპი დამნაშავეს ასახელებს
19:25 04.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) თბილისი, 4 მარტი — Sputnik. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის ჯო ბაიდენის რეიტინგი ზედმეტად აწეულად მიიჩნია და Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო ამერიკა ჯოჯოხეთისკენ მიექანება.
ტრამპი აღაშფოთა ბაიდენის გეგმამ გადასახადების გაზრდის შესახებ, ვინაიდან ეს, მისი აზრით, ეკონომიკას დაარტყამს.
„ასე როგორ შეიძლება?! არასდროს მსმენია, რომ ადამიანს, რომელიც გადასახადებს ზრდის, არჩევნებში გაემარჯვოს! [ბაიდენს] კი სურს გადასახადების აწევა და ეს ბოლოს მოუღებს ეკონომიკას — ბოლოს მოუღებს“, — განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
ამასთან მას არ სჯერა ბოლო გამოკითხვის შედეგებისა, რომლის თანახმადაც ბაიდენის რეიტინგმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, დაეცა რა 37%-მდე. თეთრი სახლის ყოფილი მასპინძელი დარწმუნებულია, რომ მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო დაბალია.
„საშინელი ამბები ხდება და თავად მითხარით – 37% მართალია? მე არ მჯერა, არ მჯერა! არ მგონია, რომ მას ამომრჩეველთა 37% უჭერდეს მხარს“, — აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი დადებითად აფასებდეს ბაიდენის საქმიანობის შედეგებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი რეგულარულად აკრიტიკებს ჯო ბაიდენს და ხაზს უსვამს მის შეცდომებს. მანამდე მან უკვე დაადანაშაულა ამერიკის ამჟამინდელი ლიდერი ქვეყნის ნგრევაში და მის შეცდომათა შორის განსაკუთრებით გამოყო ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების ქაოსური გამოყვანა, ინფლაციის ზრდა, არეულობა საზღვარზე და ასევე კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება.