https://sputnik-georgia.com/20220304/tina-kandelakis-shvilebi-264965553.html
მინდოდა ჩემი შვილები ჩემზე უკეთესები ყოფილიყვნენ – კანდელაკის შვილები ვარსკვლავებს ჰგვანან
მინდოდა ჩემი შვილები ჩემზე უკეთესები ყოფილიყვნენ – კანდელაკის შვილები ვარსკვლავებს ჰგვანან
Sputnik საქართველო
თინა კანდელაკი რამდენიმე წელია ახალ პარტნიორთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. მისი ახლანდელი შეყვარებული ბიზნესმენი ვასილი ბროვკოა, რომელზეც ჟურნალისტი 11 წლით... 04.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-04T16:01+0400
2022-03-04T16:01+0400
2022-03-04T21:23+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24822/84/248228432_0:24:1100:643_1920x0_80_0_0_8da6ba3f460418efbc479be434eebaed.jpg
რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება. მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში.ეპატაჟური ტელეწამყვანი უამრავი კრიტიკის მიუხედავად უკან არ იხედება და ხმაურიან ცხოვრებას განაგრძობს. დედასთან შედარებით მისი შვილები საჯარო სივრცეებს თავს არიდებენ. მიუხედავად ამისა, თინა მათზე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ისტორიებს წერს. ერთ-ერთ პოსტში თინამ 22 წლის ქალიშვილზე – მელანია კონდრახინაზე დაწერა, რომ მელანიას ხატვის უნიკალური ნიჭი აღმოაჩნდა და აქვე დაამატა, რომ ამ პოსტის გამო ქალიშვილი გააკრიტიკებს. „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გახდება თუ არა ჩემი გოგონა დიდი მხატვარი, მთავარია, მას მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, რასაც ტილოზე ფუნჯით გადმოსცემს“, – დაწერა კანდელაკმა.თინა 2010 წლამდე ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინზე იყო დაქორწინებული. როგორც უკვე ითქვა, მას ბიზნესმენისგან ორი შვილი ეყოლა – მელანია და ლეო, რომლებიც რუსეთში დაიბადნენ. თინა პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს და სოციალურ ქსელში უდიდესი აქტიურობის მიუხედავად შვილებისა და მეორე ქმრის ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს. ამიტომ დედა-შვილის საერთო სურათები და მათი ერთად გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევს.როგორც ჩანს, ცნობილი ჟურნალისტი შვილებით ძალიან ამაყობს. შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე მან „დედის ასლი შვილები“ დააწერა, რამაც ხმაური გამოიწვია. თინას „ფოლოვერებმა“ აღნიშნეს, რომ მისი შვილები მამას უფრო ჰგვანან და აშკარად ასეა. თინას შერეული წარმომავლობა და შვილების სლავური გარეგნობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის, მიუხედავად ამისა, მელანია და ლეო ქარიზმატულობით დედას დაემსგავსნენ. ეს თინას „ინსტაგრამ-სთორებიდან“ კარგად ჩანს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24822/84/248228432_0:0:1100:825_1920x0_80_0_0_9023c1e7b7cd922be754168df5a5ebc7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შვილები უკეთესები კანდელაკი თინა ყოფნა
შვილები უკეთესები კანდელაკი თინა ყოფნა
მინდოდა ჩემი შვილები ჩემზე უკეთესები ყოფილიყვნენ – კანდელაკის შვილები ვარსკვლავებს ჰგვანან
16:01 04.03.2022 (განახლებულია: 21:23 04.03.2022) თინა კანდელაკი რამდენიმე წელია ახალ პარტნიორთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. მისი ახლანდელი შეყვარებული ბიზნესმენი ვასილი ბროვკოა, რომელზეც ჟურნალისტი 11 წლით უფროსია.
რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება. მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში.
ეპატაჟური ტელეწამყვანი უამრავი კრიტიკის მიუხედავად უკან არ იხედება და ხმაურიან ცხოვრებას განაგრძობს. დედასთან შედარებით მისი შვილები საჯარო სივრცეებს თავს არიდებენ. მიუხედავად ამისა, თინა მათზე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ისტორიებს წერს. ერთ-ერთ პოსტში თინამ 22 წლის ქალიშვილზე – მელანია კონდრახინაზე დაწერა, რომ მელანიას ხატვის უნიკალური ნიჭი აღმოაჩნდა და აქვე დაამატა, რომ ამ პოსტის გამო ქალიშვილი გააკრიტიკებს. „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გახდება თუ არა ჩემი გოგონა დიდი მხატვარი, მთავარია, მას მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, რასაც ტილოზე ფუნჯით გადმოსცემს“, – დაწერა კანდელაკმა.
თინა 2010 წლამდე ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინზე იყო დაქორწინებული. როგორც უკვე ითქვა, მას ბიზნესმენისგან ორი შვილი ეყოლა – მელანია და ლეო, რომლებიც რუსეთში დაიბადნენ. თინა პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს და სოციალურ ქსელში უდიდესი აქტიურობის მიუხედავად შვილებისა და მეორე ქმრის ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს. ამიტომ დედა-შვილის საერთო სურათები და მათი ერთად გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევს.
როგორც ჩანს, ცნობილი ჟურნალისტი შვილებით ძალიან ამაყობს. შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე მან „დედის ასლი შვილები“ დააწერა, რამაც ხმაური გამოიწვია. თინას „ფოლოვერებმა“ აღნიშნეს, რომ მისი შვილები მამას უფრო ჰგვანან და აშკარად ასეა. თინას შერეული წარმომავლობა და შვილების სლავური გარეგნობა ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის, მიუხედავად ამისა, მელანია და ლეო ქარიზმატულობით დედას დაემსგავსნენ. ეს თინას „ინსტაგრამ-სთორებიდან“ კარგად ჩანს.