https://sputnik-georgia.com/20220304/msxverpli-ukrainis-samoqalaqo-mosaxleobasi-gaeros-monacemebi-264981270.html
გაერომ მონაცემები განაახლა: მსხვერპლი უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში
გაერომ მონაცემები განაახლა: მსხვერპლი უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. რუსეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას შორის რამდენიმე ასეული მოკლული და დაჭრილია, იუწყება გაეროს... 04.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-04T22:03+0400
2022-03-04T22:03+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
გაერო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251918979_0:0:1189:669_1920x0_80_0_0_f2adb5d88eb20828d639f426b6fdf919.jpg
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. რუსეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას შორის რამდენიმე ასეული მოკლული და დაჭრილია, იუწყება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).გავრცელებული ინფორმაციით, მონაცემები 24 თებერვლის დილის 4 საათიდანაა დათვლილი, ანუ მომენტიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაცია დაიწყო.OHCHR-ის მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინაში სამოქალაქო პირთა შორის სულ:როგორც OHCHR წერს, მაჩვენებლები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, განსაკუთრებით მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251918979_11:0:1179:876_1920x0_80_0_0_652660e6b045f51c3553739aae1cb406.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, გაერო, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. რუსეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობას შორის რამდენიმე ასეული მოკლული და დაჭრილია,
იუწყება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).
გავრცელებული ინფორმაციით, მონაცემები 24 თებერვლის დილის 4 საათიდანაა დათვლილი, ანუ მომენტიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაცია დაიწყო.
OHCHR-ის მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინაში სამოქალაქო პირთა შორის სულ:
მოკლულია 331 ადამიანი. აქედან 71 მამაკაცია, 40 — ქალი, 7 — ვაჟი და 3 — გოგონა. გარდა ამისა, დაღუპულთა შორის არის 9 ბავშვი და ასევე 201 ზრდასრული, რომელთა სქესიც ჯერ უცნობია;
დაჭრილია 675 ადამიანი. აქედან 51 მამაკაცია, 40 — ქალი, 9 — გოგონა და 2 — ვაჟი; ასევე 20 ბავშვი და 553 ზრდასრული, რომელთა სქესი ასევე უცნობია;
დონეცკსა და ლუგანსკში სამხედრო ოპერაციის მსხვერპლი 440 კაცია: მოკლულია 77 და დაჭრილია 363 ადამიანი;
ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოკლულია 54 და დაჭრილია 277 კაცი;
დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული ხელისუფლებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოკლულია 23 და დაჭრილია 86 კაცი;
უკრაინის სხვა ოლქებში, იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დანაკარგების წარმოშობის დროს მთავრობის კონტროლქვეშ იყო, მოკლულია 254 და დაშავებულია 312 ადამიანი.
როგორც OHCHR წერს, მაჩვენებლები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს, განსაკუთრებით მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.