Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაზე ლამაზი მყავს“ – მატილდა გვარლიანის უმცროსი დის სილამაზე გაგაოცებთ

© Mathilda Gvarlianiმატილდა გვარლიანი
მატილდა გვარლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
გამოწერა
ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამოჩენილი მოდელი სოციალურ ქსელში დიდად აქტუალურია.
17 წლის წარმატებულ მოდელს მატილდა გვარლიანს სოციალურ ქსელში ბევრი უკვე კარგად იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები ყოველთვის უამრავ კომენტარსა და კომპლიმენტს იმსახურებს. მატილდას სამოდელო სფეროში Baby Face-ად მოიხსენიებენ, რადგან მას ასაკთან შედარებით უფრო პატარა შეხედულება აქვს. თუმცა ამას ახალგაზრდა მოდელისთვის ხელი არ შეუშლია ეთანამშრომლა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ.
როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო. დღეს მატილდა გვარლიანი სამ წარმატებულ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს: Look Modéls Managemént (საქართველო), Munich Models (გერმანია) და Uno Models (ესპანეთი). მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა.
მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს ირგვლივ მყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.
მატილდა გვარლიანი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით, „ინსტაგრამზე“ აქტიურობს და 119 ათას ხელმომწერს საკუთარ ფოტოებსა და წარმატებებს მუდმივად უზიარებს. ახალგაზრდა მოდელი ძმასთან ერთადაც ხშირად პოზირებს და მასთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოებსაც აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, დავით გვარლიანი წარმატებული დის ყველაზე დიდი გულშემატკივარია, თუმცა თაყვანისმცემელთა ნაკლებობას არც თავად უჩივის. მატილდა და დავითი გარეგნობით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და, როგორც თავად ამბობენ, ხასიათიც მსგავსი აქვთ.
მატილდას, მოდელობის პარალელურად, ექიმობა სურს, დავითმა კი სამხედრო სფერო აირჩია. ხელმომწერები და-ძმას წარმატებას უსურვებენ და მათ მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ.
ცოტა ხნის წინ კი მატილდამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ფოტო გამოაქვეყნა და ხელმომწერებს პატარა დაიკოც გააცნო. „დიახ, დიახ, მე მყავს ულამაზესი და“, – დაწერა მოდელმა.
ყველა ახალი ამბავი
0