მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა

© Pixabay / kloxklox_comსანთელი
სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
გამოწერა
ბათუმის დრამატული თეატრის წინ გახსნილია მანუჩარ შერვაშიძის სახელობის ვარსკვლავი, მას მინიჭებული აქვს ,,დიდასკალოსის“ საპატიო წოდება.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს სახალხო არტისტი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყება მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მსახიობის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.
მანუჩარ შერვაშიძე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1955 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმის დრამატულ თეატრში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა – ილარიონი („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), ცამცუმი („აიეტი“), ნუგზარი („ზღვა და სიყვარული“), ჯანიკო („როცა ქალაქს სძინავს“) და ა.შ.
ამასთან, მსახიობს არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი ფილმში „რეკორდი" დურუ ხუნჭუას როლის შესრულებით.
მანუჩარ შერვაშიძეს არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. 1961 წელს მას მიენიჭა აჭარის დამსახურებული არტისტის, ხოლო 1982 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
ყველა ახალი ამბავი
0