ცნობილი გახდა კინოპრემია „ოსკარის“ ცერემონიის თანაწამყვანების ვინაობა

© photo: Sputnik / Anna Salynskaya / გადასვლა მედიაბანკშილედი გაგა
ლედი გაგა - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
გამოწერა
„ოსკარის“ გადაცემის რიგით 94-ე ცერემონია 2022 წლის 27–28 მარტის ღამეს გაიმართება.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. ცნობილი გახდა პრემია „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიაზე თანაწამყვანების ვინაობა – მათი გვარები კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკულმა აკადემიამ გამოაქვეყნა.
მსოფლიოში კინოს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოვლენას წაიყვანენ ლედი გაგა, კრის როკი, კევინ კოსტნერი, ზოი კრავიცი, როზი პერესი და სხვ. დანარჩენი მონაწილეების ვინაობა მალე გახდება ცნობილი.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ 2022 წლის „ოსკარის“ წამყვანები იქნებიან სტენდაფ–კომედიანტები ემი შუმერი და ვანდა საიქსი, ასევე მსახიობი რეჯინა ჰოლი.
„ოსკარის“ გადაცემის რიგით 94-ე ცერემონია ტრადიციულად ჰოლივუდში, თეატრ „დოლბიში“ 2022 წლის 27–28 მარტს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0