https://sputnik-georgia.com/20220303/wyaltubosi-centraluri-parkis-reabilitacia-daiwyo-264950584.html
წყალტუბოში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
წყალტუბოში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
ცენტრალურ პარკში დამატებითი დასასვენებელი ადგილები მოეწყობა, ასევე დაემატება საბავშვო და სპორტული მოედნები, განთავსდება სარწყავი სისტემები.
2022-03-03T21:09+0400
2022-03-03T21:09+0400
2022-03-03T23:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24688/24/246882455_0:127:2501:1533_1920x0_80_0_0_7edd9e52fae8cbc0a79d4317fb98af20.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქ წყალტუბოში დაიწყო ცენტრალური პარკის აღდგენა, რომლის ფართობიც 75 ჰექტარია.ქალაქი წყალტუბო ქუთაისიდან 7 კილომეტრში, თბილისიდან კი 250 კილომეტრში მდებარეობს. ის ცნობილი გახდა თავისი მინერალური წყლებით, რომლის საშუალებითაც მკურნალობენ როგორც ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის პრობლემებს და სხვა დაავადებებს.ცენტრალურ პარკში დამატებითი დასასვენებელი ადგილები მოეწყობა, ასევე დაემატება საბავშვო და სპორტული მოედნები, განთავსდება სარწყავი სისტემები.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე ლოკაციაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, პარალელურად გარე განათების ქსელი ეწყობა და მარადმწვანე მცენარეების სხვლისა და რგვის სამუშაოები სრულდება.კურორტი წყალტუბო მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე.ეს მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც კერ კიდევ VII-IX საუკუნეებში იყო ცნობილი. კურორტის მინერალურ წყაროებში აღმოჩენილია ბიოაქტიური მიკროელემენტები: იოდი, ბრომი, მანგანუმი, ლითიუმი, ბორი, თუთია, სტრონციუმი, სპილენძი, რომლებიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.წყალტუბოს წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები უნიკალურია — წყაროდან თბილი (35 გრადუსი), მსუბუქი, უსუნო წყალი წინასწარი გათბობის გარეშე პირდაპირ აბაზანებში მიედინება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24688/24/246882455_27:0:2252:1669_1920x0_80_0_0_8f9985d08a7be1e936c8f3406de1f5d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წყალტუბო პარკი რეაბილიტაცია
წყალტუბო პარკი რეაბილიტაცია
წყალტუბოში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
21:09 03.03.2022 (განახლებულია: 23:42 03.03.2022) ცენტრალურ პარკში დამატებითი დასასვენებელი ადგილები მოეწყობა, ასევე დაემატება საბავშვო და სპორტული მოედნები, განთავსდება სარწყავი სისტემები.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკურორტო ქალაქ წყალტუბოში დაიწყო ცენტრალური პარკის აღდგენა, რომლის ფართობიც 75 ჰექტარია.
ქალაქი წყალტუბო ქუთაისიდან 7 კილომეტრში, თბილისიდან კი 250 კილომეტრში მდებარეობს. ის ცნობილი გახდა თავისი მინერალური წყლებით, რომლის საშუალებითაც მკურნალობენ როგორც ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის პრობლემებს და სხვა დაავადებებს.
„უახლოეს მომავალში კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ, პროცესს პირადად მივადევნებ თვალყურს“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ცენტრალურ პარკში დამატებითი დასასვენებელი ადგილები მოეწყობა, ასევე დაემატება საბავშვო და სპორტული მოედნები, განთავსდება სარწყავი სისტემები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე ლოკაციაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, პარალელურად გარე განათების ქსელი ეწყობა და მარადმწვანე მცენარეების სხვლისა და რგვის სამუშაოები სრულდება.
კურორტი წყალტუბო მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე.
ეს მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც კერ კიდევ VII-IX საუკუნეებში იყო ცნობილი. კურორტის მინერალურ წყაროებში აღმოჩენილია ბიოაქტიური მიკროელემენტები: იოდი, ბრომი, მანგანუმი, ლითიუმი, ბორი, თუთია, სტრონციუმი, სპილენძი, რომლებიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
წყალტუბოს წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები უნიკალურია — წყაროდან თბილი (35 გრადუსი), მსუბუქი, უსუნო წყალი წინასწარი გათბობის გარეშე პირდაპირ აბაზანებში მიედინება.