https://sputnik-georgia.com/20220303/vitibi-bankis-iuridiuli-pirebis-depozitebi-da-sesxebi-liberti-banksi-gadava-264951828.html
„ვითიბი ბანკის“ იურიდიული პირების დეპოზიტები და სესხები „ლიბერთი ბანკში“ გადავა
„ვითიბი ბანკის“ იურიდიული პირების დეპოზიტები და სესხები „ლიბერთი ბანკში“ გადავა
Sputnik საქართველო
საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომლებსაც ჰქონდათ დეპოზიტები და სესხები „ვითიბი ბანკში“.
2022-03-03T22:06+0400
2022-03-03T22:06+0400
2022-03-03T23:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264886761_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_5a1a78921b2f80a7ad3bb359affaab83.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. სანქციების ქვეშ მოხვედრილი „ვითიბი ბანკი ჯორჯიას" იურიდიული პირის სტატუსის მქონე ყველა კლიენტის დეპოზიტები და კრედიტები „ლიბერთი ბანკმა“ გადაიბარა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.„კონსულტაციების შედეგად სს „ვითიბი ბანკ საქართველოსა" და სს „ლიბერთი ბანკს" შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სს "ვითიბი ბანკი საქართველოს" იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი სს „ლიბერთი ბანკში" გადავა“, – ნათქვამია განცხადებაში.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომლებსაც ჰქონდათ დეპოზიტები და სესხები „ვითიბი ბანკში“.განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებს სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან, აგრეთვე ერთგულია თავისი მთავარი ამოცანის – იყოს თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი.მანამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ფიზიკური პირების ყველა ანგარიშისა და სესხის „ბაზისბანკში“ გადატანის შესახებ. „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ყველა ყოფილმა მომხმარებელმა შეინარჩუნა ყველა პირობა და ტარიფი, მათი დეპოზიტები და სასესხო ვალდებულებები უცვლელი დარჩა. ისინი, უკვე როგორც „ბაზისბანკის“ კლიენტები, მომსახურებას „ბაზისბანკში“ მიიღებენ.წყარო - ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264886761_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_45fe687b02cebfa8fb9b5dbccb24980d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ვითიბი ბანკი“ იურპირები დეპოზიტი სესხი „ლიბერთი ბანკი“
„ვითიბი ბანკი“ იურპირები დეპოზიტი სესხი „ლიბერთი ბანკი“
„ვითიბი ბანკის“ იურიდიული პირების დეპოზიტები და სესხები „ლიბერთი ბანკში“ გადავა
22:06 03.03.2022 (განახლებულია: 23:48 03.03.2022) საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომლებსაც ჰქონდათ დეპოზიტები და სესხები „ვითიბი ბანკში“.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. სანქციების ქვეშ მოხვედრილი „ვითიბი ბანკი ჯორჯიას" იურიდიული პირის სტატუსის მქონე ყველა კლიენტის დეპოზიტები და კრედიტები „ლიბერთი ბანკმა“ გადაიბარა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
„კონსულტაციების შედეგად სს „ვითიბი ბანკ საქართველოსა" და სს „ლიბერთი ბანკს" შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სს "ვითიბი ბანკი საქართველოს" იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი სს „ლიბერთი ბანკში" გადავა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომლებსაც ჰქონდათ დეპოზიტები და სესხები „ვითიბი ბანკში“.
„მომხმარებლების პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და 3 მარტიდან ეტაპობრივად სს "ვითიბი ბანკი საქართველოს" მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს "ლიბერთი ბანკი" თავის ფილიალებში მოემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებს სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან, აგრეთვე ერთგულია თავისი მთავარი ამოცანის – იყოს თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი.
მანამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ფიზიკური პირების ყველა ანგარიშისა და სესხის „ბაზისბანკში“ გადატანის შესახებ. „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ყველა ყოფილმა მომხმარებელმა შეინარჩუნა ყველა პირობა და ტარიფი, მათი დეპოზიტები და სასესხო ვალდებულებები უცვლელი დარჩა. ისინი, უკვე როგორც „ბაზისბანკის“ კლიენტები, მომსახურებას „ბაზისბანკში“ მიიღებენ.