https://sputnik-georgia.com/20220303/ukraina-rusetis-sexvedris-adgili-sesazloa-seicvalos-264933001.html
მეორე რაუნდის მოლოდინში: უკრაინა–რუსეთის შეხვედრის ადგილი შესაძლოა შეიცვალოს
მეორე რაუნდის მოლოდინში: უკრაინა–რუსეთის შეხვედრის ადგილი შესაძლოა შეიცვალოს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დღეს, ხუთშაბათს გაიმართება ბელარუსის ტერიტორიაზე... 03.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-03T12:11+0400
2022-03-03T12:11+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264866975_0:142:3071:1869_1920x0_80_0_0_9e36e226d888dc33b23c82e68395e035.jpg
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დღეს, ხუთშაბათს გაიმართება ბელარუსის ტერიტორიაზე, იუწყება მასმედია.მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 3 მარტის შეხვედრა ბელოვეჟის ტევრში უნდა გამართულიყო. თუმცა ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკებათა ადგილი შესაძლოა შეიცვალოს და შეხვედრა სხვაგან, ბრესტის ოლქის ტერიტორიაზე ჩატარდეს. ამასთან, არსებული ცნობით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და არც შეხვედრის დროა დაკონკრეტებული.ამ ეტაპზე ცნობილია რუსული მხარის პოზიცია მოლაპარაკებათა მეორე რაუნდისთვის:რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინული მხარე მოითხოვს:მოლაპარაკებათა მეორე რაუნდში ორი ქვეყნის დელეგაციები ძველი შემადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას. პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა გომელსკის ოლქში და თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა. მაშინ რუსეთმა და უკრაინამ პრიორიტეტული თემები განსაზღვრეს, რის შემდეგაც დელეგაციები საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდნენ კონსულტაციებისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264866975_16:0:2747:2048_1920x0_80_0_0_1cacbbd5ef29b25ced8e40b62faa379a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დღეს, ხუთშაბათს გაიმართება ბელარუსის ტერიტორიაზე, იუწყება მასმედია.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 3 მარტის შეხვედრა ბელოვეჟის ტევრში უნდა გამართულიყო. თუმცა ამ დროისათვის ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკებათა ადგილი შესაძლოა შეიცვალოს და შეხვედრა სხვაგან, ბრესტის ოლქის ტერიტორიაზე ჩატარდეს.
ამასთან, არსებული ცნობით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და არც შეხვედრის დროა დაკონკრეტებული.
ამ ეტაპზე ცნობილია რუსული მხარის პოზიცია მოლაპარაკებათა მეორე რაუნდისთვის:
ყირიმი — ეს რუსეთის ნაწილია;
ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები უნდა ცნობილ იქნას ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვრებში;
უკრაინის დემილიტარიზაცია, „რომლის პარამეტრებიც ჯერ კიდევ განსახილველია“;
რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინული მხარე მოითხოვს:
ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანას, მათ შორის ყირიმიდან და დონბასიდან.
მოლაპარაკებათა მეორე რაუნდში ორი ქვეყნის დელეგაციები ძველი შემადგენლობით მიიღებენ მონაწილეობას. პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა გომელსკის ოლქში და თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა. მაშინ რუსეთმა და უკრაინამ პრიორიტეტული თემები განსაზღვრეს, რის შემდეგაც დელეგაციები საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდნენ კონსულტაციებისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.