სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

© photo: Sputnikსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
საქართველოში საზღვრის კვეთის წესების დამრღვევთათვის ახალი ჯარიმები ამოქმედდება.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომელიც სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.
სასაზღვრო რეჟიმი – ეს არის სასაზღვრო ზონაში შესვლა/გასვლის, დროებითი ყოფნისა და გადაადგილების წესი.
დღეისათვის სასაზღვრო ზონაში შემოსვლის წესის ნებისმიერი დარღვევა, ასევე საქართველოში ცხოვრებისა და რეგისტრაციის წესების დარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას ან ჯარიმას 10 ლარის ოდენობით.
ცვლილებების თანახმად, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას გამოიწვევს დაჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
ხოლო სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი მშენებლობის, სამთო-მოპოვებითი ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას გამოიწვევს ფიზიკური პირის 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის კი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. აღნიშნული ნორმების განმეორებითი დარღვევა კი ითვალისწინებს ფიზიკური პირის 100 ლარით, იურიდიული პირის კი 300 ლარით დაჯარიმებას.
სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება გამოიწვევს პირის 250 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება ან განადგურება კი ითვალისწინებს ჯარიმას 350 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტების, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო-ვიდეო ან/და აეროგადაღება ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარის ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0