საფრანგეთსა და გერმანიაში ხატია ბუნიათიშვილის კონცერტები გაიმართება

© courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
პიანისტის პროგრამაშია რახმანინოვის, პეტრე ჩაიკოვსკის, კლოდ დებიუსის, მორის რაველის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის კონცერტები გაზაფხულზე საფრანგეთსა და გერმანიაში გაიმართება, ნათქვამია მუსიკოსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ბუნიათიშვილი 23-24 მარტს პარიზის ფილარმონიაში წარდგება ორკესტრის თანხლებით, რომელსაც ფინელი დირიჟორი კლაუს მიაკელია უდირიჟორებს. პროგრამაში შედის პეტრე ჩაიკოვსკის, მანუელ დე ფალიას, კლოდ დებიუსის და მორის რაველის ნაწარმოებები.
ცნობილი ქართველი მუსიკოსი გერმანიაში 26 მარტს კუნცელზაუში (Künzelsau) Carmen Würth Forum-ის სცენაზე რახმანინოვს დაუკრავს. კონცერტი გაიმართება ორკესტრის თანხლებით იტალიელი დირიჟორის კლაუდიო ვანდელის დირიჟორობით.
ხოლო 31 მარტიდან 2 აპრილამდე ბუნიათიშვილი წარდგება მიუნხენის ფილარმონიაში, ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.

რით არის ბუნიათიშვილი ცნობილი?

ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს, იგი საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა. პიანისტი ორჯერ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს Echo Klassik-ის ლაურეატი – 2012 წელს ფერენც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი", რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.
© photo: Khatia Buniatishvili / FBხატია ბუნიათიშვილი
Грузинская пианистка Хатия Буниатишвили   - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
ხატია ბუნიათიშვილი
ბუნიათიშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მრავალი დიდი სცენა დაიპყრო, არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში.
ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედის ხელმძღვანელობით დაიწყო. ექვსი წლის იყო, როდესაც თბილისში მისი პირველი კონცერტი გაიმართა კამერული ორკესტრის თანხლებით.
კონსერვატორიის სტუდენტობისას, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმირ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო, ხოლო ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად გამართულ კონკურსზე – პირველი პრიზი. ბუნიათიშვილი ასევე Borletti-BuitoniTrustAward (2010) პრემიის ლაურეატია, EchoKlassikAwards-ზე (2012) „წლის საუკეთესო ახალბედას" წოდება მიიღო.
2020 წელს ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ბრენდის Cartier-ს ამბასადორი გახდა.
წყარო - ხატია ბუნიათიშვილის ოფიციალურ ვებგვერდი
ყველა ახალი ამბავი
0