როგორი უნდა იყოს პულსი და რა დაავადებებზე მეტყველებს მისი დარღვევა

© Pixabay / backy3723პულსის გასინჯვა
პულსის გასინჯვა - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. მიიჩნევა, რომ ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანის პულსი წუთში 60-80 დარტყმა უნდა იყოს. თუმცა, ტიბეტელი მკურნალების აზრით, თითოეულ ადამიანს პულსის გარკვეული, თანდაყოლილი სახეობა ახასიათებს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება.
მათი თქმით, შესაძლოა შეიცვალოს მხოლოდ დარტყმების სიხშირე და ზოგი მახასიათებელი.
ტიბეტელები ირწმუნებიან, რომ პულსისთვის ყურის დაგდებით (და არა უბრალოდ მოსინჯვით) შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის დადგენა, მომავალი ბავშვის სქესის განსაზღვრა, წლების შემდეგ მოსალოდნელი დაავადებებისა და პათოლოგიების დიაგნოსტიკაც კი.
არ გამოტოვოთ: იდუმალი წერტილი მაჯაზე - მართეთ წნევა და პულსი
გარდა ამისა, კარგ ექიმს მარჯვენა და მარცხენა ხელებზე სხვადასხვა ადგილებზე პულსაციის მოსმენით უნდა შეეძლოს შინაგანი ორგანოების მდგომარეობის დადგენა.

ტიბეტელ „ესკულაპებს“ მიაჩნიათ, რომ:
თუ ადამიანის პულსი ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს ხუთ რიტმულ დარტყმას აკეთებს, ის სრულიად ჯანმრთელია. ამასთან, ეს სურათი არ უნდა იცვლებოდეს ასჯერ ჩასუნთქა-ამოსუნთქვის განმავლობაში;
თუ დარტყმების რაოდენობა იგივე დროში იზრდება, ეს „სიცხის დაავადებაზე“ მიანიშნებს, რომელიც აზიანებს ღვიძლს, გულსა და სხვა მკვრივ ორგანოებს;
თუ ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას პულსის დარტყმა იკლებს, ეს უკვე „სიცივის დაავადებებზე“ მეტყველებს, რაც კუჭში, მსხვილ ნაწლავში, შარდისა და ნაღვლის ბუშტებსა თუ სათესლე ჯირკვლებში პრობლემებს გულისხმობს.

როგორი პულსი უნდა ჰქონდეს ადამიანს

გულის შეკუმშვათა სიხშირის გამოკვეთილი, ზუსტი რაოდენობა ადამიანებისთვის არ არსებობს. პულსის დარტყმათა რაოდენობა ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია პაციენტის სიმაღლეზე, სქესზე, ორგანიზმის სპორტულ წრთობაზე, სასიცოცხლო აქტიურობასა და ქრონიკული პათოლოგიების არსებობაზე.
არ გამოტოვოთ: როგორ შევაჩეროთ გულის შეტევა ერთ წუთში - ექიმი გირჩევთ
გამომდინარე აქედან, მედიკოსები პულსის დარტყმათა საშუალო მაჩვენებლით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, ბავშვებისა და ზრდასრულების პულსაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება. ის, რაც უფროსებში პათოლოგიად მიიჩნევა, ბავშვებში ნორმაა.
ზრდასთან ერთად პულსის მაჩვენებლები თანდათანობით იკლებს და პუბერტატული ასაკის ბოლოსკენ, ანუ მოზარდობაში, ნორმად მიიჩნევა 60-90 დარტყმა წუთში.

გახსოვდეთ! თუ ბავშვს გულის რიტმი უმიზეზოდ, ანუ ფიზიკური თუ ემოციური დატვირთვების გარეშე გახშირებული აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

რაც შეეხება ზრდასრულ ასაკს, ქალისა და მამაკაცის პულსი უმნიშვნელოდ განსხვავდება: ქალებს სულ 5-7 დარტყმით მეტი აქვთ. ეს იმიტომ, რომ მამაკაცის გული ქალისაზე დიდია და მას სისხლის ძარღვებში გადასატყორცნად მიოკარდის შეკუმშვების ნაკლები რაოდენობა ესაჭიროება.

პულსის სიხშირის დარღვევის მიზეზები

არსებობს ორი გადახრა: ტაქიკარდია (ასზე მეტი დარტყმა წუთში) და ბრადიკარდია (60-ზე ნაკლები დარტყმა წუთში).

ორივე გადახრა, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში, შესაძლოა გამოწვეული იყოს ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური მიზეზებით.
ფიზიოლოგიური მიზეზებია:
ემოციური და ფიზიკური დატვირთა;
სტრესები და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა;
ძლიერი ტკივილები და პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.
პათოლოგიური მიზეზებია:
ნერვული სისტემის ფუნქციონალური რღვევა;
ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
ენდოკრინული პათოლოგიები;
თირკმლების დაავადება;
ინფექციები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ახლავს;
სისხლის დაავადებები;
თანდაყოლილი ან შეძენილი მანკი;
ჰიპერტონიის ნიშნები;
ინფარქტი და სტენოკარდია;
სისხლძარღვების ანთებები და ათეროსკლეროზი.

დაიმახსოვრეთ: პულსის დარღვევის შემთხვევაში არ იმკურნალოთ თვითნებურად!

ყველა ახალი ამბავი
0