Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვიშვილებ ხუთ ბავშვს...“ – ნინი შერმადინი განცხადებას ავრცელებს

© Facebook / Nini Shermadiniნინი შერმადინი
ნინი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
მომღერალი ნინი შერმადინი წლებია აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.
მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს, აპირებს ხუთი ბავშვი იშვილოს და საცხოვრებლით უზრუნველყოს. ამის შესახებ ნინიმ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

„ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე დავპოსტე და ვთქვი, რომ ვიშვილებდი 5 ბავშვს. არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელია, ქართველია, რუსია თუ ა.შ., არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და მის უნარებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მათ აშშ-ში წავიყვან, მივცემ განათლებას, გავზრდი, როგორც იქნება, დავეტევით. 5 ბავშვს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე 5 ბავშვს შემიძლია გავუწიო უზრუნველყოფა. იქნებ რამენაირად დამიკავშირდეს ვინმე წარმომადგენელი... პოლონეთში ჩავალ, რომ ბავშვები წამოვიყვანო“, – აცხადებს ნინი შერმადინი.

რამდენიმე თვეა მომღერალს კორონავირუსისგან საქართველოში მცხოვრები მშობლები გარდაეცვალა. მომღერალმა შვილისთვის, რომელიც საქართველოში იზრდებოდა, დოკუმენტაცია მოიპოვა, როგორც იქნა, აისრულა დიდი ხნის ნატვრა და შვილი აშშ-ში წაიყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0