უკრაინის ქალაქ ლვოვში საქართველოს დამატებითი საკონსულო პუნქტი ამოქმედდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
სამინისტრო უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დახმარებისთვის მიმართონ იმ წარმომადგენლობას, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. მოქალაქეთა დახმარების მიზნით უკრაინის ქალაქ ლვოვში დამატებითი საკონსულო პუნქტი ამოქმედდება. გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო.
სამინისტროს ცნობით, უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები ქალაქ კიევსა და ქალაქ ოდესაში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებაში, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით მათი დახმარება დაევალათ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა დახმარებისთვის უნდა მიმართონ იმ წარმომადგენლობას, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან ამ დროისთვის. კერძოდ:
პოლონეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +48 572 488 665
მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებია: +37379111179; +37379000212
უნგრეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +36 30 858 66 22
სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +421 918663008
რუმინეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +40743232292
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს:
დაემორჩილონ უკრაინის ხელისუფლების მიერ დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს როგორც ადგილზე ყოფნის, ასევე ტერიტორიის დატოვების პროცესთან დაკავშირებით.
დარჩნენ მუდმივ კომუნიკაციაში საქართველოს საკონსულო სამსახურებთან როგორც ქვეყანაში ყოფნის, ასევე მისი დატოვების შემთხვევაში.
მუდმივად თან იქონიონ მგზავრობისათვის აუცილებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და ნაღდი ფული.
მუდმივად მუშა მდგომარეობაში იქონიონ მობილური ტელეფონები და ენერგიის დამატებითი წყაროები (ე.წ. პორტატული დამტენი).
მობილურ ტელეფონებში იქონიონ სასწრაფო დახმარების, სახანძრო სამსახურების, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების ნომრები.
თვალი ადევნონ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს.
სამინისტრო ასევე მოქალაქეებისთვის „ცხელი ხაზის" ნომრებს აქვეყნებს.
საქართველოს საელჩო, კიევი:
+ 380 (63) 376 77 68
+ 380 (44) 590 69 50
+ 380 (93) 544 01 17
+ 380 (63) 376 73 64
გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+ 380 (93) 761 17 17
საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+ 995 (32) 2 94 50 50
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0