Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გილოცავ პირველ დედის დღეს“ – გიორგი გასვიანი ცოლ-შვილის გულის ამაჩუყებელ ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Marita Melikishviliგიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მარიტას და პატარა გალას ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დედა შვილს ძუძუს აჭმევს, და დედის დღე ემოციურად მიულოცა.

„მარიტა, გილოცავ შენთვის პირველ დედის დღეს. მშვიდობიან დედობას გისურვებ. საუკეთესო დედა ხარ!“ – დაწერა გიორგიმ. სოციალური ქსელის მომხმარებლები მსახიობს მილოცვაში შეურთდნენ და მარიტამ უამრავი კეთილი სურვილი მიიღო.

„დიდი მადლობა ყველას. მეც გილოცავთ დედებო და ყველაფერი საუკეთესო თქვენ“, – დაწერა ფოტოს კომენტარებში მარიტამაც.

ტელეწამყვან გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ბიჭი 10 იანვარს შეეძინათ.
ყველა ახალი ამბავი
0