https://sputnik-georgia.com/20220303/erovnuli-banki-sistemkriziss-gauzlebs-264938292.html
ეროვნული ბანკი: საბანკო სისტემა კრიზისს გაუძლებს
ეროვნული ბანკი: საბანკო სისტემა კრიზისს გაუძლებს
Sputnik საქართველო
სისტემა მკაცრი და ექსტრემალური რისკ-სცენარების შემთხვევაშიც კი მდგრადობას შეინარჩუნებს, აცხადებენ ეროვნულ ბანკში
2022-03-03T14:12+0400
2022-03-03T14:12+0400
2022-03-03T20:48+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
უკრაინა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24608/54/246085481_0:171:3033:1877_1920x0_80_0_0_15c500177815010e49509a859749ec53.jpg
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს საბანკო სისტემას საკმარისი კაპიტალი აქვს იმისთვის, რათა გაუმკლავდეს უკრაინის მოვლენებისა და მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო მოსალოდნელ შოკს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.მანამდე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები, რომელიც დასავლეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ რუსეთს დაუწესა, დაარტყამს ევროპის ეკონომიკასაც.მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, სისტემის დონეზე კაპიტალის კოეფიციენტი მინიმალურ საზედამხედველო მოთხოვნას აღემატება და კაპიტალის არსებული ბუფერები ზარალის შთანთქმის საშუალებას იძლევა. „მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.ამ დროისათვის საქართველოში 14 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა აქტივებიც ჯამში 60,2 მლრდ ლარს შეადგენს.2020 წელს კომერციული ბანკებისთვის გააუქმეს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერი და არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი, რამაც 1,6 მლრდ ლარის ოდენობის კაპიტალის გამოთავისუფლება გახადა შესაძლებელი.წყარო: ეროვნული ბანკი
https://sputnik-georgia.com/20220302/brent-is-markis-navtobis-erti-barelis-fasma-113-dolars-gadaawarba-264919158.html
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24608/54/246085481_151:0:2882:2048_1920x0_80_0_0_721e6260db417653780f7fe6bcb8bf76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ეროვნული ბანკი კრიზისი უკრაინა მსოფლიო ბანკი
საქართველო ეროვნული ბანკი კრიზისი უკრაინა მსოფლიო ბანკი
ეროვნული ბანკი: საბანკო სისტემა კრიზისს გაუძლებს
14:12 03.03.2022 (განახლებულია: 20:48 03.03.2022) სისტემა მკაცრი და ექსტრემალური რისკ-სცენარების შემთხვევაშიც კი მდგრადობას შეინარჩუნებს, აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს საბანკო სისტემას საკმარისი კაპიტალი აქვს იმისთვის, რათა გაუმკლავდეს უკრაინის მოვლენებისა და მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო მოსალოდნელ შოკს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მანამდე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები, რომელიც დასავლეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების საპასუხოდ რუსეთს დაუწესა, დაარტყამს ევროპის ეკონომიკასაც.
„მნიშვნელოვნად გაიზარდა მაკროეკონომიკურ ტენდენციებთნ დაკავშირებით გაურკვევლობა, მაგრამ საქართველოს ფინანსური სისტემა მზად არის სტრესის გადასატანად. როგორც დეკემბერში სტრეს-ტესტების შედეგებმა აჩვენა, საბანკო სექტორი მდგრადობას მკაცრი და ექსტრემალური რისკ-სცენარების შემთხვევაშიც შეინარჩუნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, სისტემის დონეზე კაპიტალის კოეფიციენტი მინიმალურ საზედამხედველო მოთხოვნას აღემატება და კაპიტალის არსებული ბუფერები ზარალის შთანთქმის საშუალებას იძლევა.
„მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისათვის საქართველოში 14 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა აქტივებიც ჯამში 60,2 მლრდ ლარს შეადგენს.
2020 წელს კომერციული ბანკებისთვის გააუქმეს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერი და არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი, რამაც 1,6 მლრდ ლარის ოდენობის კაპიტალის გამოთავისუფლება გახადა შესაძლებელი.