მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ომს ეხმარება: ამერიკელმა კონგრესმენებმა რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერება მოითხოვეს

© courtesy of State Agency of Oil and Gasნავთობსაქაჩები
ნავთობსაქაჩები - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ამერიკელმა დემოკრატმა კონგრესმენებმა მოუწოდეს აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, შეწყვიტონ ნავთობის იმპორტი რუსეთიდან, წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი წერილზე დაყრდნობით, რომელიც საწვავისა და ნავთობქიმიის წამყვან სავაჭრო ორგანიზაციაშია (AFPM) გაგზავნილი.
გავრცელებული ინფორმაციით, AFPM-მა მხარი დაუჭირა შესყიდვების აკრძალვას.

„გასულ წელს AFPM-ის წევრებმა რუსეთიდან 72 მლნ ბარელი ნედლი ნავთობი შეიძინეს. გარდა ამისა, იმპორტირებული ან შესყიდული იყო რუსული წარმოშობის 100 მლნ ბარელზე მეტი შუალედური თუ მზა ნავთობპროდუქტი... რამდენადაც რუსეთისგან ნავთობის ნებისმიერი ყიდვა უკრაინასთან მის ომს დააფინანსებს, ამ საქმიანობის გაგრძელებას საფუძველი აღარ აქვს“, — ნათქვამია წერილში, რომელსაც ციტირებს გამოცემა.

მოგვიანებით ასოციაციამ საიტზე გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც უკრაინას უჭერს მხარს და წერს, რომ რუსეთის ქმედებებს „გააფთრებული წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს“.
„AFPM სრულად უჭერს მხარს რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვების შეჩერებას. თუმცა იმისათვის, რომ მომხმარებელი დავიცვათ, იმპორტზე ნებისმიერი აკრძალვა უნდა გამორიცხავდეს საქონელს, რომელიც ამ დროისათვის აშშ-სკენ მიმავალ გზაზეა“, — აღნიშნეს ასოციაციაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა.
ყველა ახალი ამბავი
0