შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან ატომური ზავი დადო

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2022
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
დასავლური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ენერგეტიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NEI), რომელშიც პროფილური კომპანიები — Duke Energy და Exelon შედიან, ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა თეთრ სახლს, რომ არ დაწესდეს აკრძალვა რუსეთიდან ბირთვული საწვავის მიწოდებაზე.
ოკეანისგაღმელი ბირთვული მეცნიერები უკიდურესად შეშფოთებული არიან სანქციების ტალღის გამო, რომელიც სულ უფრო მეტ დარგსა და კოოპერაციების ჯაჭვს მოიცავს.
აღინიშნება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის მიუხედავად, რუსულ ურანსა და გამდიდრებულ საწვავს აქვს საკმაოდ მიმზიდველი საბაზრო ფასი, რაც, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, არ გაიზარდოს ელექტროენერგიის ფასი მოსახლეობისთვის და მრეწველობისთვის. ბუნებრივია, ამერიკაში.
პატივი მივაგოთ ადგილობრივ ენერგეტიკოსებს, ეს ყველაფერი მართალია. მაგრამ სურათის სისრულისთვის კიდევ რამდენიმე ფაქტს დავამატებთ, რომლებსაც დასავლური მედია არ ავრცელებს.
შეერთებული შტატები უდავო ლიდერია ბირთვული წარმოების ობიექტების რაოდენობით. დღეისათვის იქ ფუნქციონირებს 88 რეაქტორი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 96,5 გიგავატია. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ დარგს მაინც მძიმე დრო უდგას.
დავიწყოთ იმით, რომ ამერიკული რეაქტორების პარკი ყველაზე მრავალრიცხოვანი, მაგრამ ამავე დროს უძველესია. პროფილური მშენებლობის ბუმი გასული საუკუნის 60-70-იან წლებზე მოდიოდა. იმ დროს შეიქმნა და გამანაწილებელ ქსელებში ჩაირთო 60 რეაქტორი, ანუ მიმდინარე მნიშვნელობების ორი მესამედი. ამან შესაძლებელი გახადა ელექტროენერგიის წარმოების სწრაფად გაზრდა, რომელიც უზრუნველყოფდა საყოფაცხოვრებო და სამრეწველო საჭიროებებს და ასევე შექმნა სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობა, როგორც უშუალოდ ბირთვულ ინდუსტრიაში, ისე ბევრ მონათესავე სფეროში.
მაგრამ დროის მსვლელობა შეუპოვარია და ამერიკის ამასწინანდელი სიამაყე მშვიდად და შეუმჩნევლად წურავს თავის დროს. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამერიკელებს 94 რეაქტორი ჰქონდათ. ამ ხნის განმავლობაში ექვსი მათგანი „გავიდა დამსახურებულ პენსიაზე“.
პარკის დაბერება არ აუქმებს წარმოების ვალდებულებას და, შესაბამისად, ამერიკელი ენერგეტიკოსები მუდმივად ზრდიდნენ წარმოების მოცულობას, მიჰყავდათ რა ამჟამინდელ მაჩვენებლამდე. 96 გიგავატზე მეტი სიმძლავრის პირობებში ადგილობრივი მეატომეები ყოველწლიურად გამოიმუშავებენ 790 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას, რაც სახელმწიფო ენერგეტიკული ბალანსის ზუსტად ოცი პროცენტია.
ნაკლებშესამჩნევი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ბირთვული წარმოების წილი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა ამ ათწლეულების განმავლობაში. თუ ელექტროსადგურების რაოდენობა სტაბილურად მცირდება, ხოლო წარმოება იზრდება — პროცენტული წილის შენარჩუნებით, ეს საწარმოო ინფრასტრუქტურაზე მუდმივად მზარდ დატვირთვაზე მიუთითებს, რომლის საშუალო ასაკი დიდი ხანია 40 წელს აჭარბებს.
იმისათვის, რომ პროცესების არსი გასაგები იყოს, ანალოგიას მივმართოთ: წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ჩაიდანი, რომელშიც მამათქვენი მანამდე დღეში სამჯერ იდუღებდა ჩაის, ახლა კი ის 24 საათის განმავლობაში დგას ცეცხლზე და თავისი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს. ამასთან ჩაიდანსაც და ატომურ ენერგობლოკსაც სჭირდება საწვავი, რათა მთავარი ამოცანა შეასრულოს — წყალი გააცხელოს.
ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია გამდიდრებულ ურანზე.
ბირთვული ამბიციების მქონე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ყოველთვის საკმაოდ ლოგიკურად ცდილობდნენ საკუთარი ენერგიის უზრუნველყოფას — გამონაკლისი არც შეერთებული შტატები ყოფილა. 1960-იანი წლების დასაწყისში ვაშინგტონმა დააფინანსა სამი ქარხნის მშენებლობა, რომლებიც ხუთ პროცენტამდე გამდიდრებულ ურანი-235 იზოტოპს ამუშავებდნენ. ეს იყო ოუკ რიჯი ტენესში, პადუკა კენტუკიში და პორტსმუთი ოჰაიოში. ამ ქარხნებს რადიოაქტიური ლითონის ოქსიდი მიეწოდებოდა, გამდიდრების შემდეგ ის ურანის ჰექსაფტორიდად, ანუ საბოლოო საწვავად იქცეოდა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ელექტროსადგურში დაშლის რეაქციის წარმოება.
სამივე ქარხანა ერთგულად მუშაობდა დაახლოებით 30 წლის განმავლობაში და ერთობლივად დაიხურა 1992 წელს. ამ დროისათვის შტატებს პირობითად მხოლოდ ერთი ასეთი საწარმო აქვთ. პირობითად იმიტომ, რომ ქარხანა ქალაქ იუნისში, ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარეობს და კერძო ბრიტანულ კომპანია Urenco-ს ეკუთვნის. ურანი გამდიდრებულია გაზის ცენტრიფუგების გამოყენებით, მაგრამ 4,9 მილიონი გამოყოფის ერთეულის (SWU) წარმოების სიმძლავრე მოიცავს ამერიკული ატომური ელექტროსადგურების საჭიროებების მხოლოდ ხუთ პროცენტს. Urenco-ს აქვს მსგავსი საწარმო გერმანიაში და ის ასევე მუშაობს Westinghouse Corporation-ის სასარგებლოდ, მაგრამ ის უბრალოდ ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფს საწვავს თითქმის ოთხმოცდაათი რეაქტორისთვის.
ამიტომაც ამერიკელები დიდი ხანია, საზღვარგარეთ ყიდულობენ ყველაფერს, რაც სჭირდებათ.
კომერციული ურანის მიწოდების ნახევარი მოდის ყაზახეთზე, რუსეთსა და უზბეკეთზე. როგორც ადვილად მიხვდებით, რუსეთი აქ მთავარ როლს თამაშობს, რადგან მას არა მხოლოდ წიაღისეული რესურსები, არამედ მათი გამდიდრების შესაძლებლობაც აქვს. დიახ, ასეა, ჯერ კიდევ 1993 წლის თებერვალში მოსკოვმა და ვაშინგტონმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა ამერიკული მხარის მიერ 500 ტონა მაღალგამდიდრებული ურანის (საიარაღო) შეძენას, რომელიც რუსეთის სიმძლავრეებში დაბალგამდიდრებულ საწვავში გადაჰყავდათ და შემდეგ შეერთებულ შტატებში გზავნიდნენ. თანამშრომლობა 2013 წლამდე გრძელდებოდა, მერე კი კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდა ამერიკული მხარის ინიციატივით. თუმცა ამას ყირიმის გაზაფხული დაემთხვა და ვაშინგტონი შეთანხმებიდან გავიდა.
ობამას ადმინისტრაციამ პათოსით დააანონსა მეორე გამდიდრების ქარხნის მშენებლობა და რუსეთთან თანამშრომლობა აკრძალა.
თუმცა ეს იყო მხოლოდ ნისლი, რომლის მიზანიც უმეცარი მასის დაბნევა იყო. ემბარგო გულისხმობდა, რომ შტატები ურანს რუსეთიდან პირდაპირ არ შეიძენდა, მაგრამ დოკუმენტში არაფერი იყო ნათქვამი მესამე ქვეყნებიდან შესყიდვების შესახებ. ამიტომაც ამერიკელები მშვიდად ყიდულობდნენ მადანს ყაზახეთსა და უზბეკეთში და ცალკე კონტრაქტებს აფორმებდნენ რუსულ კომპანია TVEL-თან. ფორმალურად, აკრძალვა სრულად ხორციელდებოდა, შტატები არაფერს ყიდულობდნენ რუსეთისგან, შესყიდვა ხორციელდებოდა ყაზახეთში და გამდიდრების შემდეგაც საწვავი იურიდიულად მაინც ყაზახურად მიიჩნეოდა.
ასეთია იურიდიული კაზუისტიკა და გეოპოლიტიკური ხელების მოქნილობა.
მოდით ფრთხილი პროგნოზი გავაკეთოთ.
ის მდგომარეობს იმაში, რომ მძვინვარე ენერგეტიკული კრიზისის დროს შეერთებული შტატები გულუხვად და მხოლოდ თავისი ენერგეტიკოსების მოთხოვნით დათანხმდება, არ დააწესოს შემაკავებელი სანქციები რუსული ურანის წინააღმდეგ. ეს საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვის თვალსაზრისით გაკეთდება, როგორც ეს უკვე მოხდა, რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის სრული შენარჩუნებით. მოკავშირეებს და ამერიკულ საზოგადოებას აცნობებენ, რომ ეს ზომები მიმართულია მხოლოდ საბოლოო ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად.
მარტივად რომ ვთქვათ, რუსული ნედლეულისა და საწვავის გარეშე, არა მარტო ევროპაში, არამედ შტატებშიც ყოველი მეხუთე ოჯახი შეიძლება სახლში ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.
ეს აბსოლუტურად ყველას ესმის - და ამ სიტყვების დასამტკიცებლად მხოლოდ რამდენიმე ახალ მაგალითს მოვიყვანთ.
1 მარტს რუსულმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა ИЛ-76 სპეციალური რეისით ჩაიტანა ბრატისლავაში ატომური საწვავი ატომური ელექტროსადგურისთვის. ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ არ გავიხსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს სლოვაკეთიც შეუერთდა და ცა დახურა რუსული ავიაციისთვის. თუმცა, როგორც ვხედავთ, თუ ეს ძალიან აუცილებელია, მაშინ ფარდა შეიძლება ოდნავ გაიხსნას კიდეც.
კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ აშშ-ის გულის მოსაგებად ბულგარეთი, რომელმაც დაკარგა უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს გაზის მთავარი სამხრეთევროპული ჰაბი, ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე დაფიქრდა. სოფიამ მეზობელ საბერძნეთს შესთავაზა, რომ წილობრივი მონაწილეობა მიიღოს სააქციო კაპიტალში და ატომური ელექტროსადგურის პროექტი დააფინანსოს ბულგარეთში. აქაც რუსეთი იყო ჩარეული.
ბულგარელები, ფულის დაზოგვის მიზნით, აპირებენ, რომ ახალ ქარხანაში 800 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გამოიყენონ, რომელიც ადრე რუსული Atomstroyexport-ისგან ბელენეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შეიძინეს. ვაშინგტონის ზეწოლით ბულგარელებმა, ყველა სატენდერო პროცედურის დარღვევით, უარი უთხრეს „როსატომს“ მონაწილეობაზე და ვესტინგჰაუსთან იძულებითი შეთანხმება დადეს. ეს უკანასკნელი მშენებლობის დაწყებას 2016 წელს, ახალი სადგურის ამოქმედებას კი 2021 წლისთვის ჰპირდებოდა. მაგრამ, როგორც ხედავთ, სამუშაო ჯერ არც კი დაწყებულა და ამიტომ ბულგარელები საწყობებში მოთავსებული რუსული ტექნიკის გამოყენებას აპირებენ.
როგორც უნდა ეცადოს კოლექტიური დასავლეთი, დაარწმუნოს ყველა, რომ შეუძლია სანქციებით გაანადგუროს რუსეთი და ამავდროულად საკუთარი სარესურსო და საწარმოო საჭიროებები უზრუნველყოს, ჯერჯერობით ეს აშკარად ცუდად გამოსდის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0