https://sputnik-georgia.com/20220302/wynetis-gzatkecilze-sagzao-samushaoebi-dasrulda-264914192.html
წყნეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
წყნეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
Sputnik საქართველო
კახა კალაძის თქმით, შემდეგი ეტაპი ბაგების ტერიტორიის სრული მოწესრიგება იქნება
2022-03-02T16:18+0400
2022-03-02T16:18+0400
2022-03-02T20:59+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24036/24/240362471_0:31:1000:594_1920x0_80_0_0_04272dc8b23d3a4ee34209fb0e72b49d.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„დღეს კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. ეს არის ბაგების გზაგამყოფი, რომელიც მოსაწესრიგებელი იყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს უკვე გადაადგილება კიდევ უფრო თავისუფლად არის შესაძლებელი, რადგან ავტობუსისთვის შესაბამისი ზოლი მოეწყო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.მისი თქმით, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა უჩანეიშვილის ქუჩაზე ასასვლელი გზა, თუმცა ახლა ყველაფერი უკვე მოწესრიგებულია.მერიის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქვეითთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების მიზნით გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო შუქნიშნით დარეგულირებული „ზებრა“ გადასასვლელები და განახლდა ავტობუსის გაჩერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.აღნიშნული ტერიტორია სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ამასთან, ქუჩის დიზაინი ითვალისწინებს კერძო ავტომობილების მოძრაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას.წყარო: თბილისის მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24036/24/240362471_84:0:917:625_1920x0_80_0_0_29be1588b04408c5f73b5fe4dd5bdea8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილი
საქართველო თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილი
წყნეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
16:18 02.03.2022 (განახლებულია: 20:59 02.03.2022) კახა კალაძის თქმით, შემდეგი ეტაპი ბაგების ტერიტორიის სრული მოწესრიგება იქნება.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დღეს კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. ეს არის ბაგების გზაგამყოფი, რომელიც მოსაწესრიგებელი იყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს უკვე გადაადგილება კიდევ უფრო თავისუფლად არის შესაძლებელი, რადგან ავტობუსისთვის შესაბამისი ზოლი მოეწყო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
მისი თქმით, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა უჩანეიშვილის ქუჩაზე ასასვლელი გზა, თუმცა ახლა ყველაფერი უკვე მოწესრიგებულია.
„როგორც კი ხიდის მშენებლობის სამუშაოები დასრულდება, შემდეგი ეტაპი იქნება ბაგების მთლიანი მოწესრიგება თავისი ინფრასტრუქტურით – საპარკინგე ადგილებით და საფეხმავლო ბილიკებით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქვეითთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების მიზნით გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო შუქნიშნით დარეგულირებული „ზებრა“ გადასასვლელები და განახლდა ავტობუსის გაჩერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული ტერიტორია სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ამასთან, ქუჩის დიზაინი ითვალისწინებს კერძო ავტომობილების მოძრაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას.