https://sputnik-georgia.com/20220302/swift-is-sostemastan-dakavsirebuli-sezrudvebi-rusetidan-fulad-gzavnilebze-ar-aisaxeba-264922202.html
რუსეთის ბანკების გათიშვა SWIFT-სგან: როგორ აისახება ეს რუსეთიდან ფულად გზავნილებზე
რუსეთის ბანკების გათიშვა SWIFT-სგან: როგორ აისახება ეს რუსეთიდან ფულად გზავნილებზე
Sputnik საქართველო
ევროკავშირმა რამდენიმე რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის არის გადახდების საერთაშორისო სისტემა SWIFT-ისგან გათიშვა.
2022-03-02T20:22+0400
2022-03-02T20:22+0400
2022-03-02T23:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264886758_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_ebefb5302dc53b77a4e38d40b2203708.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. რუსული ბანკების გადახდების საერთაშორისო სისტემა SWIFT-სგან გათიშვა რუსეთიდან საქართველოში ფულად გზავნილებს არ შეეხება, განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.რუსეთის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რამდენიმე რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის არის გადახდების საერთაშორისო სისტემა SWIFT-სგან გათიშვა. სანქციები შეეხო შემდეგ ბანკებს: VTB, „სბერბანკი“, „ოტკრიტიე“, „ნოვიკომბანკი“, „პრომსვიაზბანკი“, „სოვკომბანკი“, BM-Bank, „საროვბიზნესბანკი“, RGS Bank.საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა იანვარში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა და 168,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კონკრეტულად რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 22,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 13,3%-ია.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.დასავლეთის ქვეყნებმა სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტები აამოქმედეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264886758_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_e5f00fe42ebe472e2ba77f30507ac7b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთის ბანკების გათიშვა swift-ისგან: რუსეთიდან ფულადი გზავნილები
რუსეთის ბანკების გათიშვა swift-ისგან: რუსეთიდან ფულადი გზავნილები
რუსეთის ბანკების გათიშვა SWIFT-სგან: როგორ აისახება ეს რუსეთიდან ფულად გზავნილებზე
20:22 02.03.2022 (განახლებულია: 23:41 02.03.2022) ევროკავშირმა რამდენიმე რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის არის გადახდების საერთაშორისო სისტემა SWIFT-სგან გათიშვა.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. რუსული ბანკების გადახდების საერთაშორისო სისტემა SWIFT-სგან გათიშვა რუსეთიდან საქართველოში ფულად გზავნილებს არ შეეხება, განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.
რუსეთის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რამდენიმე რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის არის გადახდების საერთაშორისო სისტემა SWIFT-სგან გათიშვა. სანქციები შეეხო შემდეგ ბანკებს: VTB, „სბერბანკი“, „ოტკრიტიე“, „ნოვიკომბანკი“, „პრომსვიაზბანკი“, „სოვკომბანკი“, BM-Bank, „საროვბიზნესბანკი“, RGS Bank.
„სანქციები არ ეხება სწრაფ გზავნილებს (ანგარიშის გაუხსნელად თანხის გადარიცხვა უცხოეთში), მაგრამ ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სწრაფი გზავნილები თავად რუსეთმა შეიძლება შეუზღუდოს მის რეზიდენტებს... სავარაუდოა, რომ შეიცვალოს მოცულობა, მაგრამ ცალსახაა – გამორიცხულია, რომ სრულიად შეწყდეს (გზავნილები - რედ.)“, – განაცხადა ძნელაძემ.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა იანვარში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა და 168,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კონკრეტულად რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 22,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 13,3%-ია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
დასავლეთის ქვეყნებმა სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტები აამოქმედეს.